რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ჯავის რაიონში საბჭოთა კავშირის დროშა ფრიალებს (PHOTO)
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ზამთრის კურორტზე, საბჭოთა კავშირის დროშა ფრიალებს. ამის ამსახველი მასალა ოსურ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.

ფოტოს მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროშა (ნამგალი და ურო)  სოფელ წონას შესასვლეში, დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის გვერდითაა აღმართული.

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ ჯავის სკოლის მოსწავლეები პიონერთა რიგებში მიიღეს. 

წონა — სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს.

მის შემადგენლობაში შედის სოფლები: ბითეთა, დოდოთი, ელყანთა, ერწო, ცადიყაუ, ხალივდონი, ხამფალგომი, ხუგათა. მდებარეობს ზღვის დონიდან 1780 მეტრზე, ჯავიდან კი 28 კილომეტრზე. ჯავის რაიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.



წონას შესახებ ვახუშტი ბატონიშვილს წერს:

„ჯეჯორის მდინარეზედ, სამჴრიდამ ჩდილოეთად დინებულზედ, არს დაბნები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ. არს წონა, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოსნი. გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ჴეობასა ზედა, დვანის ჴეობასა ზედა, ქართლში" - ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება.




დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოფელ წონასთან, 900-მეტრიანი ტრასა სათხილამურო კურორტისთვის შეარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ზასეევი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ტრასა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით მოწესრიგდა, თუმცა დამსვენებლებს მისი გამოყენება ჯერჯერობით საბაგიროს გარეშე შეუძლიათ.

”ჩვენ, სათხილამურო კურორტის მოწყობისთვის, წონის ველი ერთი წლის წინ ავირჩიეთ. ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გეგმის სრულად განხორციელება. თუმცა, სათხილამურო ველი უამრავმა ადამიანმა მოინახულა და საბაგირო გზის არარსებობა თხილამურების მოყვარულებს ხელს არ უშლის" - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სეზონი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.