რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
იკოთში და ახალგორში სკოლების დირექტორები გაათავისუფლეს
ფოტოზე: სოფელი იკოთი

ოკუპირებული ახალგორის ნომერ 1-ელი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.

„ის რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში“-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. მოგეხსენებათ, რომ რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 7 ქართულ სკოლაში უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს, რამდენადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული.

მეორეს მხრივ, 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების 10 მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ვერ მოახერხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესიც დაიწყო, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს იმ გარემოს, რომელშიც ქართველ მოსწავლეებს უხდებათ განათლების მიღება.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საკითხს მომდევნო კვირაში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მათი თბილისში ვიზიტის დროს განიხილავს. ეს საკითხი, სხვა მწვავე საკითხებთან ერთად აუცილებლად იქნება განხილული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიც, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს გაიმართება. ასევე მყისიერად მოხდება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება, რომელებიც ჩართულნი არიან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა,
თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას
ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში
გადაადგილება შეუძლებელია.
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა, თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში გადაადგილება შეუძლებელია.
13:20 / 26.10.2026
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის
შენობის აღდგენა რენტაბელურია.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის შენობის აღდგენა რენტაბელურია.
10:32 / 26.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
17:52 / 24.10.2026
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ
თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
19:41 / 23.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.