რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
თიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს
თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და მეწარმეებს საშუალება მისცა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, უახლეს მონაცემებსა და სექტორის განვითარების პოტენციალზე მიეღოთ ინფორმაცია.

„თბილისის ღვინის მუზეუმის“ კარი პირველად სწორედ თიბისისა და მეიდან ჯგუფის პარტნიორობისთვის გაიღო და ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე თიბისი კაპიტალის ღონისძიებას უმასპინძლა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2019 წლის მანძილზე, ღვინის ჯამური ექსპორტის მოცულობა 2018 წელთან შედარებით დოლარში 13.2%-ით გაიზარდა და 222.9 მილიონი დოლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა დამოკიდებულება ერთეულ ბაზრებზე ჯერ კიდევ დიდია. ქართული ღვინისთვის საინტერესო საექსპორტო ბაზრებია: გერმანია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი.

კვლევის თანახმად, ამჟამად საქართველოში 1 ჰექტარ ვენახზე საშუალოდ 5.2 ტონა ყურძენი მოდის, მსხვილი კომპანიების მოსავლიანობა 8-9 ტონას შეადგენს, ღვინის წარმოების მესამედი კი ოჯახურ მეღვინეობებს უკავიათ. თუმცა, ურბანიზაციის და ფორმალური წარმოების ზრდის პარალელურად, ოჯახური მეღვინეობების წილის კლებაა მოსალოდნელი. სექტორის წინსვლის ერთ-ერთი გზა ორგანიზებული მევენახეობების ზრდა და ვენახების გამსხვილებაა, რაც ქვეყანაში ვენახების საშუალო პროდუქტიულობას გაზრდის.

„თიბისი ლიდერია ღვინის ინდუსტრიის დაფინანსების მხრივ და ბრუნვის მიხედვით ბაზრის წილის 50%-ზე მეტს იკავებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, სავაჭრო ოპერაციების გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მეღვინეებს გარანტიებს, აკრედიტივებსა და საერთაშორისო ფაქტორინგულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ადგილობრივ ბაზარზე იხვეწება ღვინის მოხმარების კულტურა და ტურიზმის ზრდასთან ერთად ადგილობრივი გაყიდვების პოტენციალიც უმჯობესდება.“ - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, სექტორული კვლევები და საბროკერო საქმიანობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.