კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,დაიხვრიტოს!" - გორის ინსტიტუტის I რექტორი გაბო თათარაშვილი


1935 წლის 1-ლ აგვისტოს ინსტიტუტის პირველ დირექტორად დაინიშნა 33 წლის დოცენტი გაბრიელ (გაბო) თათარაშვილი. 1937 წელს მის წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს, თითქოს ინსტიტუტის მარჯვენა ფლიგელის სამუშაოები ცუდი ტემპით მიმდინარეობს.

გაბო თათარაშვილმა 1937 წლის აგვისტოში 8-გვერდიან წერილი გორის რაიკომის მდივანს ფანცულაიას გაუგზავნა თუმცა, ეს წერილი ადრესატამდე ვერ მივიდა, რადგან რაიკომის მდივანიც დახვრიტეს. მალე გაბო თათარაშვილიც დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს.

წლების განმავლობაში გორის უნივერსიტეტის პირველ რექტორად გიორგი ხარაული ითვლება, თუმცა გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, იოსებ ალიმბარაშვილმა მიაგნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სასწავლებლის პირველი რექტორი (მაშინდელი დირექტორი) იყო გაბრიელ თათარაშვილი.

პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის მოსაზრებით, რექტორების ათვლა, სწორედ, თათარაშვილის სახელით უნდა დაიწყოს. გიორგი ხარაული დაინიშნა
1938 წელს. თუმცა, პროფესორი სოსო ალიმბარაშვილი აცხადებს, რომ თათარაშვილიდან ხარაულამდე მოვალეობას კიდევ ორი პირი ასრულებდა.

,,ფაქტობრივად, ხარაული მეოთხე რექტორი გამოდის" - აცხადებს ალიმბარაშვილი.

რაც შეეხება გაბრიელ თათარაშვილს, მის შესახებ იოსებ ალიმბარაშვილი ვრცლად საკუთარ ნაშრომში ,,გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიიდან" საუბრობს.

"პარტიის წევრთა შემოწმების დროს ჩემ შესახებ შემოსულია განცხადება, ვითომცდა მე ვირიცხებოდი ფედერალისტების პარტიაში გასაბჭოებამდე. ნამდვილათ კი ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება თუნდაც იმის გამო რომ წლოვანების მიხედვით (16-17 წლისა) არ შეიძლება ვყოფილიყავი პარტიაში. ამ ხნის ახალგაზრდები შედიოდნენ ფედერალისტურ ახალგაზრდობის ორგანიზაციაში.

...1919 წელს, ჩემი სემინარიაში ყოფნის დროს მე მართლაც დავიარებოდი (როგორც მახსოვს 5-6-ჯერ ვიყავი) ფედერალისტების ბიბლიოთეკა-სამკითხველოში, სადაც ყველა დაიარებოდა, როგორც პარტიულები, ახალგაზრდები, ისე ისეთი ხალხიც, რომლებიც არ იყვნენ ფედერალისტების პარტიაში ან ახალგაზრდათა ორგანიზაციაში და, რა თქმა უნდა, ფედერალისტების სამკითხველოს ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, მიეზიდა ხალხი და შემდგომ ჩაება მუშაობაში. ასევე სამკითხველოები ქონდათ ნაც. დემოკრ. და ბოლოს ბოლშევიკებთან. მე დავიარებოდი აგრეთვე ამ სამკითხველოებში, თუმცა ერთჯერ ვიყავი იმის გამო რომ ფედერალისტების სამკითხველო უფრო მდიდარი იყო და ჩემ ამხანაგებს უფრო იქ ვხვდებოდი. უნდა განვაცხადო, რომ ამ დროისათვის არავითარი პოლიტიკური შეგნება მე არ მქონია.

...უნდა განვაცხადო გულწრფელობით, რომ მე არამცთუ პარტიაში ვიყავი, არამედ ფედერალისტურ ახალგაზრდობის რიგებშიც კი არ ვირიცხებოდი. უფრო მეტიც - არც ერთ ახალგაზრდობის კრებას მე არ დავსწრებივარ. არც ერთი დავალება მე არ მქონია და ცხადია არც შემისრულებია. იმ ამბავის მიზეზთაგანი რომ მე არ ჩავები ორგანიზაციაში უნდა ვეძებოთ არა მარტო ჩემს ინერტულობაში და პოლიტიკურ უვიცობაში, აგრეთვე ჩემი მშობლების ღონისძიებებში, რომლებიც სახლიდან ფეხს არ მადგმევინებდნენ და სამკითხველოებშიც ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე....სკოლის შემდეგ მე ვმუშაობდი მეურნეობაში, რადგან ამ პერიოდისთვის ძალზე გაჭირვებულები ვიყავით მამის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო.

...1923 წელს მასწავლებლად გამაგზავნეს, რამაც გამიხსნა ხელ-ფეხი ჩავბმულიყავი საზოგადოებრივ მუშაობაში და დამეწყო პოლიტიკური მომზადება. პარტიაში შესვლაზე თავს ვიკავებდი იმის გამო, რომ პოლიტმომზადება არ მქონდა და ისედაც სუსტი აგებულებისა ვიყავი.

...1925 წელს პირველად შევიტანე განცხადება ქარელში და მაშინვე მიმიღეს (იგულისხმება კომუნისტური პარტიის წევრობა - ი. ა.), ხოლო მაზრკომმა დამამტკიცა 1928 წელს, ე.ი. იმის შემდეგ, როდესაც მე დამაწინაურეს (ჯერ კიდევ უპარტიო) გორის მაზრის განათლების კავშირის თ-რეთ.

1921 წელს მე ისევ სემინარიაში ვსწავლობდი და განათლების განყოფილების მოწოდების თანახმად გავემგზავრე მასწავლებლად მეჯვრისხევში, საიდანაც მენშევიკი მასწავლებლები გააქტიურებულიყვნენ. 1922 წელს დავამთავრე სემინარია და გავემგზავრე მასწავლებლად სოფელ ზემო ხვედურეთში, ხოლო 6 თვის შემდეგ დამაწინაურეს ქარელის 7-წლედის გამგეთ.

...ვეწეოდი სოფლად კულტურულ მუშაობას, ჩართული ვიყავი საზოგადოებრივ მუშაობაში, ჩამოვაყალიბე ქარელში განათლების კავშირი, აღმშენებელთა კავშირი და პროფსამდივნო და ბევრი კიდევ სხვა... არ ყოფილა არამცთუ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში, არამედ პირიქით ქარელში ყოფნის დროს ვეხმარებოდი გორის"ჩეკას" უმსგავსოების და სხვ. წინააღმდეგ (ამის მასალა იქნება იქ). ვეხმარებოდი თემკომის მდივანს ამხ. ალ. ბიწაძეს. ეს კარგათ იცის აგრეთვე მდივანმა ვიქტორ გოგიამ, რომელიც ქარელში იყო პარტორგანიზაციის ხელმძღვანელად და რომლებმაც მიმიღეს პარტიაში.

ყველგან, სადაც კი მე ვმუშაობდი, ვატარებდი მტკიცედ და ურყევად პარტიის ხაზს და მე არ ვყოფილვარ არც ერთ დაჯგუფებაში ლენინური ცეკას წინააღმდეგ.

...მე მუშის შვილი ვარ და ჩემი ცხოვრებაში გამოსვლა დაემთხვა საქართველოს გასაბჭოებას. ჩემი მომწიფების პერიოდი და დასრულება ეკუთვნის გასაბჭოების პერიოდს. მე აღზრდილი ვარ ყოველნაირად ლენინური პარტიის და საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

...გთხოვთ განიხილოთ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება და დარწმუნდეთ იმაში, რომ მთელი ჩემი მუშაობა, ჩემი შეგნების საუკეთესო წლები 15 წელიწადი მიძღვნილი იყო საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცების საქმისადმი, განსაკუთრებით კულტურულ ფრონტზე და რომ მე არც ერთ პარტიაში არ ვირიცხებოდი და არც რაიმე მუშაობას ვაწარმოებდი წარსულში და როგორ უნდა ჩამეწერა პირად ბარათში სხვა პარტიაში ყოფნა, როგორ უნდა მივიღო ეს ბრალდება, როდესაც სავსებით სუფთაა ჩემი გული და სული, მე ამ ბრალდებას ვერ მივიღებ. თქვენ გადასწყვიტეთ ისე, როგორც ამას ჩვენი დიდი პარტია გიკარნახებთ
.


კომსალმით გაბრიელ თათარაშვილი".


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომელთა შორის პოლიციელებიც არიან
მოსამართლემ
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომელთა შორის პოლიციელებიც არიან მოსამართლემ
19:53 / 04.07.2020
,,ამ ეტაპზე სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის
სამუშაოები, რომელსაც
,,ამ ეტაპზე სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც
13:35 / 04.07.2020
სარწყავი წყლის მოთხოვნით რუისში აქცია იმართება
სარწყავი წყლის მოთხოვნით რუისში აქცია იმართება
10:19 / 04.07.2020
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 112-ე მუხლით
მიმდინარეობს

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს

23:17 / 03.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...

1985 წლის 17 ოქტომბრის ღამე საბედისწერო აღმოჩნდა 33-წლის იასონ გაბინაშვილისთვის

ხშირად ფიქრობს პაპაზე, რომელიც ყველაზე გვიან გამოვიდა ბელოთიდან რადგან საკუთარი ნაშრომის დატოვება უმძიმდა.

,,ეს ყველაფერი პირიქით უნდა ხდებოდეს. გორელებს აქედან უნდა მიჰქონდეთ წყალი, ჩვენ კი, პირიქით ვართ"

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.