|
შიდა ქართლის პროკურატურამ მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება კომპიუტერული ქსელიდან პირადი ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება.
აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლომ გუშინ 1 მარტს დახურულ სხდომაზე იმსჯელა. პროკურორ მიშა ბერიშვილის შუამდგომლობით, მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პროკურორი კომენტარს არ აკეთებს.
ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ პირველ რიგში უნდა დაადგინოს,
რეალურად შეაღწია თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაცულ სისტემაში,
რადგან შესაძლოა სხვასაც ჰქონდა წვდომა ამ სისტემაში. თუ რა
ინფორმაციაზეა საუბარი, ამაზე კომენტარს არც ერთი მხარე
აკეთებს.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები