რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ძმათა დაპირისპირების სახლი გარეჯვარში - რას აკეთებს პოლიცია?
გორის პროკურატურაში მესამე განცხადება შევიდა. განცხადების მიხედვით, თუ გორის შს სამმართველოს პოლიცია სათანადო რეაგიორებას არ მოახდენს, შესაძლოა, სოფელ გარეჯვარში ძმებ ბალიაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება, სავალალო შედეგით დასრულდეს.

განმცხადებელი უთითებს, რომ დავის, მხოლოდ, სასამართლოს გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს. ,,პროკურატურამ უნდა შეწყვიტოს ამ საქმის ირგვლივ თავის არიდების პოლიტიკა და სასამართლოსკენ ხელის გაშვერა“ - აცხადებს უმცროსი ძმის მეუღლე, ნინო ბალიაშვილი.

დავა სამ ძმას შორის

მირიანი, იოსები და გია ბალიაშვილები ძმები არიან. უფროსია მირიანი, შუათანა - იოსები, ხოლო პატარა ძმა - გია. პაპის გარდაცვალების შემდეგ, მათთვის ორი სახლი განაწილდა.

ამათგან, უმცროსი გია ბალიშვილი შუათანა ძმის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, დაკავებული იყო. მანამდე, შუათანა ძმასთან კონფლიქტი ჰქონდა უფროსს ძმასაც - მირიანს. შუათანა ძმა, იოსები გახლავთ დასაოჯახებელი.

ნინო ბალიაშვილი გვიყვება, რომ შუათანა ძმა საკუთარი სახლიდან გამოაგდო უფროსმა ძმამ. შემდეგ შეიფარა უმცროსმა ძმამ, თუმცა ამ უკანასკნელმა, საჯარო რეესტრის მონაცემების გაყალბების გზით, მიისაკუთრა უმცროსი ძმის ქონება.

,,სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ჩემი მეუღლის ქონება გაყალბებული საბუთებით დაისაკუთრა შუათანა ძმამ. ამჯერად, ვითხოვთ, რომ ვინც ეს დოკუმენტები გააყალბა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რადგან ოჯახს მოსვენებას არ აძლევენ“ - აცხადებს ნინო ბალიაშვილი.

პაპის გარდაცვალების შემდეგ

პაპას ორი სახლი ჰქონდა. ერთი ძველი და მეორე ახალი. ძველ, პაპისეულ სახლში უფროსი და შუათანა ძმა დარჩნენ საცხოვრებლად, ხოლო ახალ სახლში - უმცროსი ძმა მამასთან ერთად.

ეს სახლი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, სწორედ ის სახლია, რომელიც უმცროს ძმას გია ბალიაშვილს ერგო და რაც სასამართლომ დაადასტურა.

,,უფროსმა ძმამ შუათანა ძმა სახლიდან გამოაგდო. ჩემმა მეუღლემ მიიღო თავის სახლში. გვთხოვა კიდეც, როგორც ძმა, ვიქნებიო თქვენთანო. გარკვეული დროის შემდეგ, დაიქირავა ადვოკატი და ჩვენი სახლის ნაწილი დაირეგისტრირა.“ - იხსენებს ნინო ბალიაშვილი.

,,როგორც კი, სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ, წამოვიდა პროვოკაციაზე, სახლი ჩამოანგრია, კიბეები მოანგრია, პოლიცია არაერთხელ გამოვიძახეთ. უთხრეს, რომ არ გეკუთვნის სახლიო. თუმცა, მაინც ცდილობს ჩემ ძმას დანაშაული ჩაადენინოს“- ამბობს ნინო ბალიაშვილი.

პირველი დაპირისპირების დროს, უმცროსი ძმა დააკავეს და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მუქარისა და ძალადობის მუხლით წაუყენეს ბრალი:

,,ჩემმა ქმარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ შუათანა ძმას. არავითარ ცემას ქონია ადგილი. ეს სასამართლოზეც დადასტურდა და ამ კუთხით გაამართლეს ჩემი ქმარი. აქ მთავარი ის არის, რომ როცა ჩემი ქმარი დაიჭირეს, უთხრეს, გამოიტანე სარჩელი სასამართლოდან და პრეტენზია აღარ გვექნებაო“ - ამბობს ნინო ბალიაშვილი.

მიუხედავად ამ თხოვნისა, სასამართლო პროცესები გაგრძელდა. გია ბალიაშვილმა პროცესი მოიგო და დაადასტურა, რომ სახლი მისია, ხოლო შუათანა ძმას ეკუთვნის წილი იმ სახლში, სადაც უფროსი ძმა ცხოვრობს.

,,დაიჭირეს ჩემი ქმარი იმის გამო, რომ თითქოს შუათანა ძმას მოკვლით ემუქრებოდა. მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო სწორად, მიაყენეს ერთმანეთს. ძმა როცა ციხეში დააჭერინა, შემოგვთავაზეს - გამოიტანეთ სასამართლოდან სარჩელიო. არ უნდოდათ სიმართლის დადგენა. დავადგინეთ, რომ პროვოკაცია იყო და გამოვიყვანეთ“ - აცხადებს ნინო ბალიშვილი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ

გია ბალიაშვილი ციხიდან 2 თვის შემდეგ გამოვიდა. თუმცა, ხედავს, რომ მის ეზოში მანქანით მისასვლელ გზას კეტავენ, სარდაფს უკეტავენ.

,,ამ დროს შემოდის ხოლმე შუათანა ძმა, ტელეფონს რთავს. ცდილობს ძმა გააღიზიანოს. ეზოს გვიკეტავს, სარდაფს გვიკეტავს. პროვოკაციაზე მოდის, რომ ჩემი ქმარი ისევ დააჭერინოს. ეს ყველაფერი მოდის უფროსი ძმისგან. იმათი გაქეზებულია. „ - ამბობს ნინო ბალიაშვილი.

უფროსი ძმების პოზიცია

შუათანა ძმის ინტერესებს ადვოკატი ნათია ჯავახიშვილი იცავდა. მან სასამართლოსა და პროკურატურაში არაერთი შუამდგომლობა დააყენა უმცროსი ძმის, გია ბალიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად.
განცხადებების მიხედვით, უმცროსი ძმა სისტემატიურად შეურაცხყოფას აყენებდა შუათანა ძმას და რომელსაც უმცროსი ძმა არ აძლევდა კუთვნილ სახლში ცხოვრების საშუალებას.

სასამართლო და კონფლიქტის მომავალი

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ სახლში, სადაც უმცროსი ძმა გია ბალიაშვილი ოჯახით ცხოვრობს, არ წარმოადგენს ვინმეს თანასაკუთრებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შუათანა ძმას არავითარი უფლება აქვს ისარგებლობს გია ბალიაშვილის ქონებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შუათანა ძმის ადვოკატებმა გაასაჩივრეს და ფიქრობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. მხარეები ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე, პოლიციას მეტი რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად, გამოძიება დაიწყონ.

უმცროსი ძმის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი ალექსი მარიამიძე იცავს. მისი თქმით, კერძო ქონების დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა:

,,საკუთრების უფლება,უპირველეს ყოვლისა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.კერძოდ კი,კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად: საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლში ვკითხულობთ, რომ: ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ეს კიდევ ერთი გარანტიაა იმისა,თუ როგორ უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება" - აღნიშნავს ალექსი მარიამიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.