რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ელდარ გუნდიშვილს ჯარიმა ცხინვალელმა მეგობარმა გადაუხადა
,,ჩემმა მეგობარმა რომ გაიგო, მაგან გამოაშვებინა ჩემი თავი. ერთად ვმუშაობდით ომამდე და დიდი ხანია ვიცნობ. ცოლი ქართველი ჰყავს. ცხინვალის სასამართლომ 5 ათასი რუბლი (დაახლოებით 300 ლარი) დამაკისრა ჯარიმა“ - განაცხადა ელდარ გუნდიშვილმა. ის რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 26 თებერვალს დააკავეს და 28 თებერვალს გამოუშვე.



ელდარ გუნდიშვილის მეუღლე, მარიამ გუნდიშვილი ამბობს, რომ თანხას პენსიის აღების დროს, გაუგზავნიან ცხინვალში. იმის გამო, რომ მისი მეუღლე მეორედ იყო დაკავებული, ჯარიმის თანხაც ამიტომ გაიზარდა. პირველი ჯარიმის დროს, თანხის ოდენობა 70-80 ლარს აღწევს.

ელდარ გუნდიშვილი 2020 წლის 26 თებერვალს დააკავეს და 28 თებერვალს გამოუშვეს. მან დაკავების დროს, დაზიანებები მიიღო. როგორც თავად აცხადებს, დაზიანებები სავარაუდოდ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად, მიიღო.

ლდარ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, ამის ამსახველი ფოტო დღეს მის სანახავად ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა გადაიღეს. გუნდიშვილი ამბობს, რომ დაზიანებები დაკავების დროს, კერძოდ, სამხედროებთან ჭიდაობისას მიიღო.

,,ბატონმა ელდარმა არ მომცა უფლება თავის ჯანმრთელობაზე ვილაპარაკო. გუშინ ყავდათ ექიმთან. ჩემი შეფასებითაც მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საშიში არაფერია. რა მოუვიდა და როგორ მოუვიდა, არ მომცა ამის თქმის უფლება. მე როცა ვნახე დავით ქაცარავას პოსტი, დავუკავშირდი მას და ჩამოვედი გუნდიშვილის სანახავად. სხვას ვერაფერს გეტყვით." - გვითხრა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერისთვის, დავით ქაცარავასთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდიშვილი სასტიკად იყო ნაცემი. მისი განმარტებით, დაჟეჟილობების შესახებ, უშუალოდ ელდარ გუნდიშვილის მეუღლისგან შეიტყო.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.