რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
უგზო-უკვლოდ დაკარგულები, ტირიფონის არხი და მავთულხლართები...

 

 

შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს  2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის, გასულ წელს უკანონოდ დაკავებული რომან შიტიკოვის და 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე  ტერიტორიზე გარდაცვლილი იპოვეს.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტირიფონის არხის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სეგმენტის გაწმენდითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში განახორციელებენ, რის შედეგადაც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას საირიგაციო წყლით თანაბრად შეეძლება სარგებლობა.

 

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი.

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  30 ივლისს გაიმართება.

 

არქივის ფოტო

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა
ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და
„ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და „ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
12:55 / 28.09.2026
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე
ავტომობილი შეეჯახა.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
18:40 / 27.09.2026
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.