ახალი ამბები
ნაზი წიქარიშვილი იტალიაში, რომელმაც მოხუცი არ მიატოვა
აზი წიქარიშვილი იტალიაში 6 თვის წინ წავიდა. მუშაობა დაიწყო ასაკოვანი ადამიანის მომვლელად. წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა. შვილი მარტომ გაზარდა. ფინანსურად რომ უფრო მყარად ყოფილიყო, იტალიაში წასვლა გადაწყვიტა.

დღეს აპენინის ნახევარკუნზულზე მცხოვრები ადამიანები კორონავირუსისგან მძიმე შედეგებს განიცდის. 25 მარტის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულია 74 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 9 362 ადამიანი. გარდაცვლილია - 7 503 ადამიანი.

ამ პირობებში
ნაზი წიქარიშვილმა არ მიატოვა ის ოჯახი, ვინც იტალიაში ჩასვლისას თბილად მიიღო.

გთავაზობთ, მის წერილს:

,,აპენინის ნახევარკუნძლის, უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ულამაზეს ქალაქ რეჯიო-დი-კალაბრიაში ვცხოვრობ.

ემიგრანტი ვარ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ისე მიმიღეს თითქოს მათიანი ვიყავი. საოცარი ხალხია, ხალისით სავსე, პოზიტიური, ენერგიული. საოცარი ენერგეტიკა მოდის მათგან. არავისგნ არ მიგრძვნია ისეთი თანადგომა, როგორიც იტალიელებისგან ვიგრძენი.

აქ, დილით ადრე იწყებენ მუშაობას. პირველი- ორი საათიდან, ხუთ საათამდე ისვენებენ . საღამოს მთელი ქალაქი გარეთ გამოდის. ქუჩები სავსეა ადამიანებით. პიცერიები, კაფეები სავსეა ხალხით. სიცოცხლით სავსეა იტალიის ქუჩები.

ყოველშემთხვევაში აქამდე ასე იყო.

ახლა ძალიან მძიმეა მდგომარეობა, მაგრამ თითქოს შევეჩვიე ამ სიტუაციას. უფრო მეტად თქვენზე ვნერვიულობ, ჩემს ახლობლებსა და ოჯახზე. უკიდურესად მძიმეა იტალიის მდგომარეობა, მაგრამ ხალხი ცდილობს პანიკაში არ ჩავარდეს და პოზიტიური ხასიათით გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას.

ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში. ვისაც 24-საათიანი სამსახური არ ჰქონდა და მხოლოდ დღე მუშაობდა. ან უსამსახუროდ იყვნენ დასაქმების ოფისებში. რა თქმა უნდა ესენი ვერ დარჩებოდნენ, დაბრუნდნენ საქართველოში, იმიტომ რომ შეეშინდათ და ფინანსურადაც გაუჭირდათ.

ვინც ოჯახებში ვმუშაობდით, დავრჩით, არ წამოვედით.

მე წამოსვლაზე არ მიფიქრია არც ერთი წუთით. ყველა ქართველს, ვისაც მე ვიცნობ აქ, ეს აზრი გვქონდა, იმიტომ, რომ თუ წამოვიდოდით, შეიძლებოდა საკუთარი თავისთვისაც და ოჯახისთვისაც უფრო მეტი საფრთხე შეგვექმნა. თან მართლა გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობაში ამათი დატოვება. თუ კი ვინმეს ვიცნობ, ყველა კარგი ადამიანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იტალიელებს თითქმის ჩვენნაირი ხასიათი აქვთ. უბრალოდ ესენი უფრო პოზიტიურები არიან.

ყოველღამე ვუსმენთ საინფორმაციოს და დღითიდღე უარესი მდგომარეობის, გაზრდილი სიკვდილიანობის მოსმენა გვიწევს. ჩინეთსაც არ ჰქონია ასეთი მძმე მდგომარეობა, რაც აქ არის. ახლა რაც რამოდენიმე ქვეყანა დაეხმარა იტალიას, თითქოს იმედი გაჩნდა.

გუშინ გამაფრთხილა მოხუცის შვილმა, რომ თუ ადამიანს საბუთზე, დანიშნულების ადგილისა და დროის შესახებ, არ ექნება მინიშება, ვერ გადაადგილდება, რადგან 3 თვით დააპატიმრებენ და დააჯარიმებენ.

ერთადერთი შვება ის არის, რომ ნერვებს არ ჰყვებიან, არ იძაბებიან, არ უშინდებიან, ყოველ საღამოს აივნებზე გამოდიან და მღერიან. ეს თავისთავად ჩვენც სტიმულს გვაძლევს, რომ არ დავნებდეთ, ცუდზე არ ვიფიქროთ და იმედით ვიყოთ.

რაც იტალიაში ვცხოვრობ, ცუდი ოჯახი არ შემხვედრია. ასეთი ერია, კეთილი ხალხია. რაც არ უნდა მომხდარიყო, ვერ შევძლებდი მათ მიტოვებას. თან მართლა გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობაში ამათი დატოვება.

ვინც კი შევიდოდა საავადმყოფოში ჩვენიანი, ყველას უფასოდ მკურნალობდა ქვეყანა და ამის არ დანახვა არ შეიძლება.

მადლობა გადაგვიხადეს ემიგრანტებს, რომ არ მივატოვეთ მათი მოხუცები.

ცუდი დასანახია ცარიელი ქალაქის ქუჩები მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. იტალია დაიბრუნებს თავის ჩვეულ მდგომარეობას - სავსე ქუჩებს, ხალისს, ენერგიას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
,,ბიდისი აკადემია'' აცხადებს მსენელების მიღებას, ჯანდაცვის
სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით.
,,ბიდისი აკადემია'' აცხადებს მსენელების მიღებას, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით.
17:02 / 26.09.2020
გარდაცვლილია 59 წლის ასაკი ქალია, რომელიც კლინიკაში ბათუმიდან
რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს
გარდაცვლილია 59 წლის ასაკი ქალია, რომელიც კლინიკაში ბათუმიდან რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს
15:43 / 26.09.2020
,,12 ცხვარი სულ გაფუჭებულია, ზოგი დაიხოცა, ესენიც მოკვდებიან ალბათ.
არც კი ვიცი, რა ვქნათ,
,,12 ცხვარი სულ გაფუჭებულია, ზოგი დაიხოცა, ესენიც მოკვდებიან ალბათ. არც კი ვიცი, რა ვქნათ,
15:05 / 26.09.2020
საავადმყოფოში შესვლა მკაცრად კონტროლდება სამხედრო პირების მიერ,
იქიდან გამოსვლა, კი ნებისმიერ პირს შეუძლია.
საავადმყოფოში შესვლა მკაცრად კონტროლდება სამხედრო პირების მიერ, იქიდან გამოსვლა, კი ნებისმიერ პირს შეუძლია.
22:27 / 25.09.2020
მზადება დილის 6 საათზე დაიწყო. წინა დღით შვილებმა დაურეკეს,
საქონელი ვინმეს დაუტოვე და გაყევი
მზადება დილის 6 საათზე დაიწყო. წინა დღით შვილებმა დაურეკეს, საქონელი ვინმეს დაუტოვე და გაყევი
20:12 / 25.09.2020
ვიდეორეპორტაჟი
მზადება დილის 6 საათზე დაიწყო. წინა დღით შვილებმა დაურეკეს, საქონელი ვინმეს დაუტოვე და გაყევი
საპარლამენტო არჩევნებამდე 38 დღე რჩება. რას გვპირდებიან

მიიღეს თეორიულ ცოდნა და პრაქტიკულ უნარები, მათ შორის, კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდი

,,ჩემი დიდი პაპა იყო აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტი, მსახურობდა თბილისში, მეტეხის ეკლესიაში.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ზინა სანაკოევა - ორთუბანი
- მობრძანდით! ძაღლი არ გიკბენთ, უბრალოდ მოგეფერებათ, როგორც სტუმრებს.
ჟანა ბითიევი და ნინო ქარქუსოვი წეროვანიდან

დავიწყე გზაზე სიარული, ასე გზადაგზა ვეძებდი ჩემს ოჯახის წევრებს. რომ ვიპოვე ყველა,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.