რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს [R]
„თიბისი შენთვის“ - თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.

ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა - „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობის მხარდასაჭერად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისთვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
15 ნოემბერს გამართულ სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის წესდება
დაამტკიცეს და 16-წევრიანი საორგანიზაციო კომიტეტი აირჩიეს.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს ერთი
კვირის ვადაში უნდა მიმართოს.
15 ნოემბერს გამართულ სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის წესდება დაამტკიცეს და 16-წევრიანი საორგანიზაციო კომიტეტი აირჩიეს. პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს ერთი კვირის ვადაში უნდა მიმართოს.
13:42 / 16.11.2026
საკრებულოს თავმჯდომარის, მარლენ ნადირაძის ანგარიშის მიხედვით, ბოლო
ერთ წელიწადში სამმა ფრაქციამ ჯამში 28 სხდომა ჩაატარა. სამივე
ფრაქცია საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით მოხვედრილი
წევრებისგან შედგება.
საკრებულოს თავმჯდომარის, მარლენ ნადირაძის ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთ წელიწადში სამმა ფრაქციამ ჯამში 28 სხდომა ჩაატარა. სამივე ფრაქცია საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით მოხვედრილი წევრებისგან შედგება.
11:55 / 16.11.2026
10 და 15 ნოემბრის ღვთისმსახურებებზე, რომლებსაც სურამისა და ხაშურის,
ასევე მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავრებიც
ესწრებოდნენ, მეუფე იობმა მოქმედი ხელისუფლება მწვავედ
გააკრიტიკა და სახელმწიფოსა და ეკლესიის შერწყმის მცდელობა დაუშვებლად
შეაფასა.
10 და 15 ნოემბრის ღვთისმსახურებებზე, რომლებსაც სურამისა და ხაშურის, ასევე მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავრებიც ესწრებოდნენ, მეუფე იობმა მოქმედი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და სახელმწიფოსა და ეკლესიის შერწყმის მცდელობა დაუშვებლად შეაფასა.
10:59 / 16.11.2026
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მიერ
ორგანიზებული აქცია ზამთრის პერიოდში საჭიროების მქონე ადამიანების
თბილი ტანსაცმლით დახმარებას ისახავს მიზნად. ინიციატივაში
ეკოკლუბების წევრებთან ერთად კერძო მაღაზია „რჩეულიც“ ჩაერთო.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მიერ ორგანიზებული აქცია ზამთრის პერიოდში საჭიროების მქონე ადამიანების თბილი ტანსაცმლით დახმარებას ისახავს მიზნად. ინიციატივაში ეკოკლუბების წევრებთან ერთად კერძო მაღაზია „რჩეულიც“ ჩაერთო.
15:04 / 15.11.2026
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო
პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27
დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
11:25 / 15.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.