რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ყაზბეგ ციცაგი და ვერო გინტური სოფელ ისროლიდან - ცხინვალის რაიონი
აზბეგ ციცაგი 82-წლისაა, ვერო გინტური კი, - 74-წლის. ისინი სოფელ ისროლში (ისროლისხევი) ცხოვრობენ. ეს ერთკომლიანი სოფელი მდინარე მეჯუდის სათავეში მდებარეობს. ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე, ხოლო ცხინვალიდან 48 კმ მანძილითაა დაშორებული.

მათ შესახებ Qartli.ge-ს თავდაპირველად 18-წლის გიორგი ელიაურმა აცნობა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავის ბებია და პაპის შესახებ მოგვიყვა. გიორგის ბებია და პაპა ისროლიდან 6 კმ მანძილზე დაშორებულ სოფელში ვილდაში ცხოვრობენ.

ისროლში, იგივე ისროლისხევში დღეს სხვა აღარავინაა დარჩენილი. ასაკოვან ხალხს შვილები და შვილიშვილები ჰყავს, თუმცა ისინი  საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არიან. ჩვენ მათ შვილს, 36-წლის ვახო ციცაგს ვესაუბრეთ. ვახო მეჯვრისხეველია. ამბობს, რომ სოფელ ისროლში 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიდიოდა, ძირითადად ზაფხულში:

,,მოხუცები თავს ამჟამად კარგად გრძნობენ. ეგ არის, რომ ძალიან შორს არიან ჩვენგან. დედას ხშირად წნევები აქვს, მამა უფრო ყოჩაღად არის. მედიკამენტებს ვუგზავნით ხოლმე. მამაჩემი ისროლიდან ადრევე ჩამოვიდა მეჯვრისხევში, აქ სახლი ააშენა, სკოლაც მეჯვრისხევში დავამთავრე, თუმცა მე პატარაობისას სულ ისროლში ვიყავი. აგვისტოს ომის მერე დარჩა იქ“ - ამბობს ვახო ციცაგი.



ფოტოზე: სოფელი ისროლი შორიდან მოჩანს სახლის სახურავები

ყაზბეგ ციცაგს და ვერო გინტურს 3 შვილი ყავთ, ორი ვაჟი და სამი გოგო. მათგან ერთი გოგო  ცხინვალის რაიონშია დაოჯახებული.

,,სამი შვილი ჰყავთ, გოგო იქით არის დარჩენილი, ცხინვალის რაიონში, მაგრამ ისიც შორს ცხოვრობს მშობლებისგან. ჩვენგან კი, 25 კმ-ია მანძილი ამ სოფლამდე. არც ადრე უნდოდათ დატოვება თავიანთი სოფლის და არც 2008 წლის მერე დატოვეს სოფელი. ჩვენ ფაქტიურად მის შემდეგ ვეღარ შევდივართ. დენი არა აქვთ, მისდევენ მეურნეობას“ - გვიყვება ვახო ციცაგი.



ერთადერთი საშუალება, რომელიც გამყოფი ხაზით დაშორებულ ოჯახებს შეუძლიათ ახლოს ნახვა, ესაა სოფელ ზემო არცევში სააღდგომოდ სასაფლაოზე მისვლაა. ზემო არცევის სასაფლაოზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იმ ადამიანებს შესვლის უფლებას აძლევს, ვისი ნათესავებიც იქ განისვენებენ. 

სოფელი ისროლი ცხინვალის რაიონში, სოფელ ბიყარის თემში შედის. ვახო ამბობს, რომ მისასვლელი გზა უკეთესია ერედვის მხრიდან, პატარა ლიახვის ხეობიდან. ეს ის ერედვია, დღეს რომ იქ სახლები აღარც არსებობს.

მდინარე მეჯუდას სანაპიროს გასწვრივ მდებარეო სოფლების შესახებ საისტორიო მასალებს გიორგი ელიაური აგროვებს. გოირგი, როგორც გითხარით, წარმოშობით სოფელ ვილდიდანაა. სწავლობს გორის სკოლაში.

,,ისროლისხევი პირველად XIV საუკუნის თხზულებაში ,,ძეგლი ერისთავთა"(ავგაროზ ბანდაისძე) იხსენიება. ისროლი იყო ქსნის ერისთავთა მთავარი დასაყრდენი მდ. მეჯუდის ხეობაში. საბჭოთა პერიოდში სოფელში 70-მდე კომლი ცხოვრობდა. ფუნქციონირებდა სკოლაც. საბჭოთა პერიოდიდანვე იწყება სოფლის დაცლა. აქ ცხოვრობდნენ: კვირიკაშვილები, ციცაგები და გინტურები. სოფელს ასევე ჩამოუდის ხევიჯვრის(არყიანი) ხევი.“ - ამბობს გიორგი ელიაური.

ფოტოები, რომელზეც ყაზბეგ ციცაგი და ვერა გინტურია გამოსახული, 2019 წელს მოლაშქრეებმა გადაიღეს. ქვემოთ ფოტოზე სწორედ ეს მოლაშქრეები სტუმრობენ ყაბეგ ციცაგს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.