რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
2020 წლის 28 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

ანატოლი ბიბილოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 28 მარტიდან ყველა კაფე, რესტორანი და სასადილო დაიკეტა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კვების ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ მიტანის სერვისით.

დაიხურა ყველა ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონები, საცურაო აუზები, სპორტული კომპლექსები და სავაჭრო ცენტრები (გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა). ბიბილოვი განკარგულებით, აიკრძალა სპორტსმენთა შეჯიბრებები და სხვა სპორტულ ღონისძიებები.

აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. მხოლოდ შიდასაქალაქო: ,,ჩრილოეთისა" და ,,მზიანის" უბნებს შორის მარშრუტი დაუშვეს.

მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, არ გადაიხდიან კარანტინის პერიოდში. მდე-ფაქტო რესპუბლიკაში მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ საქორწილო ღონისძიებების ჩატარებისაგან თავი შეიკავონ, ასევე, მიცვალებულთა დაკრძალვისა და სულის მოსახსენიებელ პერიოდში სტუმრების რაოდენობა შეზღუდონ. საკარანტინო პერიოდში საზოგადოებრივი სერვისებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებს უფლება არ აქვთ დატოვონ დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია.

"რესპუბლიკადან გამგზავრება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისა და მივლინების შემთხვევაში." - განმარტეს ე.წ. მთავრობის სხდომაზე.

65 წელს მიღწეულ, ასევე მის ზევით ასაკის მქონე ადამიანებისთვის თვითიზოლაციაში ყოფნა სავალდებულო გახდა.

შეგახსნენებთ, 2020 წლის 1 მარტიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, 62 ქვეყნის მოქალაქეს, ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდათ. დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის ნებართვების გაცემაზე, შეზღუდვები შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის დაწესდა:

ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ერაყი, ირანი, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კამბოჯა, კანადა, ყატარი, ჩინეთი, ქუვეითი, ლიბანი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ნეპალი, ნიგერია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, შვეიცარია, შვედეთი, შრი-ლანკა, ეკვადორი, ესტონეთი, იაპონია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.