კალენდარი
ახალი ამბები
,,ცხინვალი შეთავაზებებს არ იზიარებს" - ქეთევან ციხელაშვილი
,,ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს." - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მისი განმარტებით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობით, ცდილობენ სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

,,ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს
მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიათო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“ - აცხადებს ციხელაშვილი.

მინისტრი ყურადღებას აფხაზეთში არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს:

,,ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს." - აღნიშნავს მინისტრი.

როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობს.

,,მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებილია ზომები." - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
მისივე ინფორმაციით, ტყეში ოკუპანტებს სპეციალური ხაფანგებიც აქვთ
დაგებული.
მისივე ინფორმაციით, ტყეში ოკუპანტებს სპეციალური ხაფანგებიც აქვთ დაგებული.
12:30 / 30.05.2020
ჯერ კიდევ 2015 წელს 26 200 კვ.მ ფართობი 2 ნაწილდა გაყვეს. ერთ
ნაწილს სტადიონის
ჯერ კიდევ 2015 წელს 26 200 კვ.მ ფართობი 2 ნაწილდა გაყვეს. ერთ ნაწილს სტადიონის
22:56 / 29.05.2020
,,6 დღის წინ გახდა ძალიან ავად. ფაქტიურად ჩავარდა. დღეს უკვე
საკმაოდ

,,6 დღის წინ გახდა ძალიან ავად. ფაქტიურად ჩავარდა. დღეს უკვე საკმაოდ

21:52 / 29.05.2020
საქმიანი ეზოს მშენებლობისთვის 140 000 ლარი იხარჯება.
საქმიანი ეზოს მშენებლობისთვის 140 000 ლარი იხარჯება.
15:17 / 29.05.2020
ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ
საქართველოს სამმართველო
ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო
14:41 / 29.05.2020
ვიდეორეპორტაჟი

ამბობს, რომ წლების შემდეგ, მოხუცებულობის პერიოდში, დაუბრუნდება თავის სოფელს:

ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.

გორის მეათე საჯარო სკოლაში შეჭირვებულ ოჯახებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები

გორის ჰოსპიტალს პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქრისტეს აღდგომის მახარობლები გორის სასაფლაოზე (VIDEO)
ჩემო ძვირფასებო, იყავით სახლში და იყავით მშვიდად, თქვენს გასაკეთებელს,
,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)

,,ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.