რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტში ძაღლი გადაარჩინეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ
კოდაში ძაღლი სიკვდილს თამუნა გოგალაძემ და რეზი ცერცვაძემ
გადარჩინეს. მანამდე პატრონები სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვდნენ.
ისინი წერდნენ, რომ ძაღლს ყელზე წვრილი მავთული ჰქონდა შემოხვეული და
ჭრილობა ღრმავდებოდა.
მოგვიანებით დახმარება გორში მცხოვრებ თამუნა გოგალაძეს სთხოვეს. თამუნა მეგობართან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში გაემგზავრა :
,,როგორც მითხრეს, ამ ხნის განმავლობაში, ვერავინ დახმარებია მათ. სად აღარ დარეკეს, ვის აღარ სთხოვეს. მე ფოტოები ჩამიყარეს და რა თქმა უნდა წავედით. დიდი იმედი არ მქონდა, რომ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ ვეცდებოდი მაინც" - გვიყვება თამუნა გოგალაძე.
ადგილზე მისულებს საშინელი სურათი დახვდათ. ძაღლს რამდენიმე სანტიმეტრზე ყელის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა. პატრონების თქმით, ჭრილობა ალბათ მაშინ მიიღო, როცა მავთულიდან თავის დახსნას ცდილობდა. ძაღლის პატრონებმა დაზუსტებით არ იციან, თუ სად და როგორ შემოეხვია მარყუჟი ძაღლს ყელზე.
,,ძაღლი დიდია და ბუნებრივია წამალი ვერ იმოქმედებდა. ისე დაჭერაც შეუძლებელი იყო, რომ ნემსი გაგვეკეთებინა. ამიტომ, ჩემმა მეგობარმა წამოიღო სასროლი ნემსი. თავდაპირველად, არ გვეკარებოდა ძაღლი. ერთ საათზე მეტ ხანი დაგვჭირდა, რომ ნემსი გაგვეკეთებინა. როგორც იქნა, მოვახერხეთ და მერე უკვე ძაღლს ყელიდან მავთული ამოვაცალეთ. არ იციან, როგორ შემოეხვია მავთული. ფიქრობენ, რომ სადმე ხაფანგი იყო დაგებული გარეული ცხოველისთვის და იმ მარყუჟში მოყვა. თვითონაც ვერ ამბობენ ვერაფერს" - გვითხრა თამუნა გოგალაძემ.
იხ. ამავე თემაზე:
,,მოვედი ცუგა“ - ქალი, რომელიც გორის ძაღლებს უვლის

ამავე კატეგორიაში
ავტობანზე, ოკამის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა, შსს-ს
ცნობით დაშავებული არავინაა და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება.
ვეფხია კასრაძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს, სოფლის
ევაკუაციას, ძმის დაღუპვას და დედის დაჭრას.
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს
Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს
რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს
დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში,
,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას
უმასპინძლებს.
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის
გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები