დაავადების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინე ფარეხელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს მდგომარეობა 14 ივლისს გაურთულდა და, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,გუშინ საღამოს ვესაუბრე ოჯახის წევრებს და სიხარულით განმიცხადეს, რომ მდგომარეობა სტაბილურია" - აღნიშნავს ირინე ფარეხელაშვილი. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, პაციენტს თირკმელები ამოკვეთეს.
ბრეძას ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი, რომლის თემშიც ატოცი შედის, ითხოვს, ითხოვს, რომ მინდვრები, ატოცთან ერთად, ბრეძაშიც შეიწამლოს. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ატოცში მინდვრები ტკიპის საწინააღმდეგო ხსნარით შეიწამლა.
გიგო ქველაძე 1 ივლისს მინდორში მუშაობდა და ტკიპით დაიკბინა. ყირიმ-კონგოს დაავადება, სწორედ, ტკიპების მეშვეობით ვრცელდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ირინე ფარეხელაშვილი ირწმუნება, რომ დაავადება ეპიდემიური ხასიათის არ არის.




საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები