კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გიორგი ელიაური - აბიტურიენტი ცხინვალის რაიონიდან


6 წლის იყო გიორგი, როდესაც სოფელი ვილდა, დედასთან და ძმასთან ერთად დატოვა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჯერ თბილისში , შემდეგ გორის რაიონის სოფელ სკრაში გადავიდა საცხოვრებლად.

ამბობს, რომ წლების შემდეგ, მოხუცებულობის პერიოდში, დაუბრუნდება თავის სოფელს: ,,სულ რომ არ გაიხსნას გზა, მე მაინც დავბრუნდები" - ამბობს გიორგი. ამჟამად, იქ მისი ბებია, პაპა და ბიძა
ცხოვრობენ.



პაპა ამირანი და ბებია იზოლდა მდინარე მეჯუდის ხეობაში ცხოვრობენ. მათ შესახებ სიუჟეტი ცხინვალის ტელევიზიის ჟურნალისტმა გენადი მამიტოვმა მოამზადა. გიორგი ელიაური ამბობს, რომ ეს უკვე მეორე რეპორტაჟია, რომელიც ცხინვალელმა ჟურნალისტმა ამ სოფლიდან მოამზადა. სიუჟეტის შინაარსი ესმის, რადგან ოსური ენა კარგად იცის:

,,ოსური ენა ბებიამ მასწავლა. სხვა ნათესავებიც მყავს ოსები და იმათგანაც ვიცი. რთული ენაა, მაგრამ მე არ მიჭირს. ოთხივე დიალექტი მესმის" - ამბობს გიორგი.



ფოტოზე: გიორგი ელიაურის პაპა, ამირან ელიაური და ცხენი ,,თამილა"

წელს სკრის საჯარო სკოლა დაამთავრა. უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას და სურს, რომ პედაგოგი გახდეს:

,,ძალიან მიყვარს ეს პროფესია. პედაგოგი მინდა გავხდე. სოფელში დაბრუნებას არ ვაპირებ. იქიდანაც იმიტომ წამოვედით, რომ იქ სკოლა არაა. სწავლა გამიჭირდებოდა. აქ მეტი პერსპექტივაა." - გვიყვება გიორგი.


ამ ეტაპზე ბებიას და პაპას ტელეფონით უკავშირდება.

,,შრომობენ სოფელში, მოყავთ მოსავალი, საქონელსაც უვლიან. თუ რამ გასაყიდი აქვთ, ახალგორის ბაზარში მიდიან, ასევე ცხინვალის ბაზარშიც. მედიკამენტები თუ დასჭირდათ, ღრომის ან ბიყრის ამბულატორიაში შეუძლიათ წასვლა. ზამთარში ცოტა ჭირს, რადგან გზა არ ვარგა. ერთ-ერთი ძირითად პრობლემა მაინც გზაა. ელექტროენერგია 2015 წლიდან უფასოდ აქვთ." - ამბობს გიორგი.



ფოტოზე: ამირანი და იზოლდა ელიაურები ესაუბრებიან ცხინვალის ტელევიზიის ჟურნალისტს, გენა მამითს.

როგორც გითხარით, თბილისში, 2008 წელს გადმოვიდა და პირველ კლასშიც თბილისში ისწავლა.

,,თბილისში რამდენიმე თვე ვიყავით, შემდეგ სკრაში გადავედით საცხოვრებლად. ჯერ სკრის სკოლაში მივედი, შემდეგ მეზობელ სოფელ ახალხიზის, ამჟამად, ბეთლემის 9-წლიან სკოლაში გავაგრძელე სწავლა. 9 წლის შემდეგ ისევ სკრის სკოლაში გადავედი. კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლა ადრევე შეწყდა." - გვიყვება გიორგი.

გიორგი ბავშვობიდან მინიატურულ მოთხრობებსაც წერს. პირველი მისი მოთხრობა იყო: ,,ოჰ, ეს ქურდბაცაცა", რომელიც პატარა ლიახვის ხეობის სოფელ აწრისხევში მცხოვრებ პატარა ბავშვზე დაწერა. მეორე მისი მოთხრობამ, კონკურს ,,დებიუტი 2018"-ში მეორე ადგილი დაიკავა. ისიც მოზარდ ბიჭზეა, რომელიც მამასავით ძლიერი არაა.

,,ამ ბიჭს სურს, რომ მამას თავისი ვაჟკაცობა დაუმტკიცოს. სოფელში ხმა გავარდება, რომ უზარმაზარი ჯიხვი თავის ფარასთან ერთად დაძრწის ჭიუხებში. წავა ამ ჯიხვის მოსაკლავად. ჯიხვს მოკლავს, მაგრამ თვითონაც დაიღუპება" - ასე მთავრდება გიორგის ეს მოთხრობა.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს.
გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს. გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
02:21 / 12.07.2020
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
13:26 / 11.07.2020
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
22:05 / 10.07.2020
მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ
სახლში.

მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ სახლში.

20:04 / 10.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა"
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.