რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,ჩემი სახურავი არსად ახდილა, მანდ რა მოხდა, გავარკვევ" - კომპანიის დირექტორი
კომპანია ,,მშენებელი 2013"-ის დირექტორი მამია ბორცვაძე გორის მერიაში უკვე დაიბარეს. ის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს 4 ივნისს შეხვდება.

გვითხრა, რომ სავარაუდოდ სახურავის ახდა კომპანიის ბრალეულობა არ იქნება, რადგან მას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს: ,,ჩვენს კომპანიას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. არა მარტო, შიდა ქართლში, არამედ კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში" - ამბობს მამია ბორცვაძე.

მისი განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი კომპანიის წარმომადგენლების მიერ შესრულებული სამუშაო ასე მოკლე მონაკვეთში ,,ქუჩაში გადმოცვივდა".



,,არის ხოლმე შემთხვევა, რომ სახურავს გარანტია 2 ან 3 წელი აქვს. მაგ შემთხვევაში გავერკვევი ზუსტად, როგორ იყო. მე ვიცი, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დავასრულეთ, მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმდა" - ამბობს მამია ბორცვაძე.

გორის მერი ამბობს, რომ მისი სამსახური საკითხს დეტალურად შეისწავლის. უნდა აღინიშნოს, რომ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ის ადამიანები მუშაობენ, რომლებიც 2017 წელს აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზედამხედველობდნენ.

II შემთხვევა - 2017 წელს



2017 წლის მარტში ქალაქ გორის მერიამ გამოაცხადა ტენდერი სტალინის #1 კოპუსის სახურავის რეაბილიტაციის შესახებ. ტენდერში კომპანია ,,მშენებელი 2013"-მა გაიმარჯვა.

ტენდერში სულ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას და ხელშეკრულებაც მასთან გაფორმდა. სამუშაოების ღირებულება 26 000 ლარი იყო.

პროექტის მიხედვით, კომპანიამ მანამდე არსებული სახურავი მთლიანად მოხსნა და ახალი დაამონტაჟა. ასევე, ახალი სამერცხლულები დამონტაჟდა. ხელშეკრულებაში ცვლილება ორჯერ განხორციელდა. როგორც ირკვევა, სამუშაოების დროს გამოთავისუფლდა გარკვეული თანხები და ის სხვადასხვა კოსმეტიკურ სამუშაოებზე მიმართეს.

სამუშაოები შეამოწმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგნიძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რასაც ზემოთმოცემული ფოტო მეტყველებს.

I შემთხვევა - 2013 წელი



უფრო ადრე, 2013 წლის მარტში, გორში რამდენიმე კორპუსის სახურავი დაზიანდა. სტალინის ქუჩაზე არაერთი კორპუსის სახურავი გადმოვარდა, საკმაოდ დაზიანდა ასევე კომბინატის დასახლებაში მდებარე კორპუსების სახურავები.

იმ პერიოდში, ქალაქ გორს თვით პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა და პირადად დაათვალიერა გორის ქუჩებში მიმოფანტული სახურავები.  განმარტა, რომ ეს ის სახურავები იყო, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დაკვეთით გაკეთდა.

,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ წინა ხელისუფლებაზე უკეთეს სახურავებს გააკეთებდნენ.

2013 წლის სარეაბილიტაციო ნუსხაში მოხვდა სწორედ სტალინის #1 კოპურსის სახურავი. მაშინ აღნიშნული სახურავი კომპანია ,,ალონისმა" გააკეთა, რაშიც 141 400 ლარი დაიხარჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა
მოქალაქეს სცემეს.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა მოქალაქეს სცემეს.

12:20 / 03.10.2024
სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები
2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

15:20 / 02.10.2024
,,აღმოჩენილია  20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე
მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
,,აღმოჩენილია  20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
11:56 / 02.10.2024
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
12:06 / 01.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.