რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპის ვიცე-მერმა ტენდერის ჩაგდების მიზნით უნივერსიტეტის პროფესორს დიპლომი დაუწუნა
კასპში, ჯერ არდაწყებული 1 მლნ-იანი პროექტის გარშემო, დაპირისპირებაა. სამი სოფლის: დოესის, თეძმისხევისა და ერთაწმინდის წყალმომარაგების საქმეზე მერიას უჩივიან. 8-წევრიანმა კომისიამ ინჟინრის დიპლომი არ აღიარა, ხოლო კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

მერის მოადგილემ, ზაზა მარიდაშვილმა და დანარჩენმა 7-მა ადამიანმა ინჟინერ-პროფესორის, გიორგი ახვლედიანის დიპლომი დაიწუნა. ასისტენტ-პროფესორი ახვლედიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორია და ლექციებს ატარებს.

საქმე იმაშია, რომ ასისტენტ-პროფესორი კომპანია ,,ჰიდრო ემ"-ის თანამშრომელია. ეს ის კომპანიაა, რომელიც ტენდერისდან მოხსნეს, სწორედ, იმის გამო, რომ მისი თანამშრომლის დიპლომი არ აღიარეს.

კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი ბურკიაშვილი საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ჰიდრო ემს" დავალდებული ჰქონდა პერსონალის გამოცდილების შესახებ, კერძოდ საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლების, კერძოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

,,ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილი იყო საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჰიდროინჟინრის კვალიფიკაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთება დიპლომში არ ხდება, დიპლომში მიეთითება მხოლოდ იმ ფაკულტეტისა და პროგრამის შესახებ, რომელშიც ერთიანდება ესა თუ ის ვისწრო სპეციალობა. მაგალითისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე იმ პირს, ვინც დაასრულებს ჰიდროინჟინერიის სადოქტორო პროგრამას, ენიჭება ინჟინერიის დოქტორის კვალიფიკაცია მშენებლობაში. მოცემულ შემთხვევაშიც ინჟინერიის დოქტორის კვალიფიკაცია გიორგი ახვლედიანის დიპლომში მოიაზრებს სწორედ იმას, რომ მას გავლილი აქვს ჰიდროინჟინერიის სადოქტორო პროგრამა და ფლობს იმ ცოდნას, რასაც უნდა ფლობდეს ჰიდროინჟინერი." - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

კომპანიის წარმომადგენელმა მერიას ასისტენტ-პროფესორის, გიორგი ახვლედიანის დიპლომის დანართიც გაუგზავნა.



,,სადაც მითითებულია, რომ მას აქვს ჰიდროინჟინერიაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა; აქვს მშენებლობის ინჟინრული მომზადების, ახალი სახეობის სამშენებლო მასალების დამზადებისა და ჰიდროსაინჟინრო სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებზე დამყარებული თეორიული ცოდნა; აქვს ჰიდროტექნიკური, სამდინარო და საზღვაო ნაგებობების მშენებლობისას წყალმომარაგების და წყალარინების საკითხების მოგვარებისას დასახელებული პუნქტებისა და საწარმოების თბოაირმომარაგების პრობლემურ საკითხებზე მუშაობისას ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და ზედამხედველობის უნარი; აქვს ჰიდროინჟინერიაში უახლესი კვლევითი ანალიტიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებისა და რთული ამოცანების ამოხსნის უნარი და სხვა."" - აღნიშნავს ,,ჰიდრო ემ"-ის წარმომადგენელი.

კომპანიის დირექტორი გაოცებულია იმით, რომ კასპის მერიაში, ჰიდროინჟინერიაში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არ მიიჩნიეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლად.

კასპის მერის მოადგილე კი, როგორც მის ბიოგრაფიაში აღნიშნული, თსუ-ს კურსდამთავრებულია, კერძოდ, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1991-1996 წლებში დაუმთავრებია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ
ადგენს პირის ვინაობას,
პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა გასაუბრების დროს პოლიციელი ვერ ადგენს პირის ვინაობას,
20:50 / 29.11.2022
,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?
,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?" - გვითხრა ვალია თურმანოვმა,
19:35 / 29.11.2022
სასწავლო ტურის ფარგლებში პარტნიორი სასწავლებლების წარმომადგენლებმა
მოინახულეს:
სასწავლო ტურის ფარგლებში პარტნიორი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მოინახულეს:
15:27 / 29.11.2022
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემზე ლამაზი ეზო ვის აქვს?" - გვითხრა ვალია თურმანოვმა,
დასახლება, რომელიც 20-მდე სახლს თუ ითვლის, ერთ პატარა ფერდობზეა
ჩვენი მასპინძელი მერი თურმანოვია. ის სოფელში ერთი წლის წინ დაბრუნდა.
ზემფირა და ზინა დები არიან, იზო კი, - მათი დეიდაშვილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.