რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დაინფიცირებული მედდა კასპის სოფელ მირიანის მკვიდრია
61-წლის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ მირიანის მკვიდრია. კავთისხევის ტერიტორიული
ორგანოს წარმომადგენლის, მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, სოფლის
მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია.
,,გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავენ თავშეყრისგან და კონტაქტებისგან. აღნიშნული ქალბატონი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს. იქ მუშაობს, ასევე, მისი შვილი. დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ, დედასთან დაკავშირებით გვაქვს." - აცხადებს მიხეილ კელაპტრიშვილი.
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალის ინფიცირებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ეკა ქორჩაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, 61-წლის ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია, რადგან მედდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. დაინფიცირების შესახებ სხვა მონაცემები კასპის მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე არ არსებობს.
შიდა ქართლში დღეს სულ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 1 სოფელ მირიანში (მედდა); 1 სოფელ გორის სოფელ ხიდისთავში (მედდა) და 1 შემთხვევა გორში - ავეჯის მაღაზიის თანამშრომელი. რეგიონიდან დღეს 45 ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

ამავე კატეგორიაში
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი კატეგორიულად უარყოფს
Facebook-ანგარიშზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის 2023 წელს
რუსეთში იმყოფებოდა, ანგარიში კი ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.
კამპანია “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” ერთი წლის წინ 13 აგვისტოს
დაიწყო. 2026 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, თბილისში,
,,ანტენას'' სივრცე, ,,სინათლე მედიის'' მხარდასაჭერ გამოფენას
უმასპინძლებს.
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის
გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ტინისხიდის, ორთაშენისა და
თედოწმინდის მოსახლეობა მოითხოვს,
მელიორაციის ბალანსზე არსებული სარწყავი არხი
სოფლების ბალანსზე გადმოვიდეს, რათა
სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი
თანხით თავად აღადგინონ დაზიანებული
მონაკვეთები.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები