რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
თიბისი დაზღვევა - 1 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე [R]
12 000-ზე მეტი დაზღვეული 101 კომპანიიდან, 3 მილიონ ლარამდე ანაზღაურებული თანხა და მომხმარებლის კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი - ასეთია თიბისი დაზღვევის შედეგები ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე შესვლიდან ზუსტად 1 წელიწადში.

თიბისი დაზღვევა ჯერ მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე ოპერირებს და ის კერძო მსხვილი და საშუალო კომპანიების მზღვეველია. პროდუქტის ერთ-ერთი უპირატესობა მაღალი დაფარვა და ლიმიტებია, შესაბამისად, სეგმენტიც საშუალო და მაღალი ანაზრაურების მქონე აუდიტორიაა.

პროდუქტის მთავარი მახასიათებლებია:

· მომსახურების სისწრაფე - რამდენიმე საათში ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურება;

· სიმარტივე - ციფრული სერვისები: ვებ-გვერდი და ბი-ბოტი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში გზავნის ასანაზღაურებელ საბუთებს, ეწერება ოჯახის ექიმთან და იღებს დაზღვევით გათვალისწინებულ სხვადასხვა სერვისს.

· დაზღვეულზე ზრუნვა - ინდივიდუალური მიდგომით, თითოეული მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღება.


1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევამ სრულად უპასუხა კომპანიის მისიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ადაპტირებული სწრაფი, მარტივი და ციფრული პროდუქტით 12 000-ზე მეტ დაზღვეულს გაუმარტივა ცხოვრება. თიბისი დაზღვევა მოქალაქეებს არამარტო უმარტივებს ცხოვრებას, არამედ ზრუნავს მათ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

"როდესაც ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის გაშვება დავაანონსეთ, მაშინვე ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული გეგმა და დაპირება მომხმარებლებისათვის. მათ შორის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის სერვისი, ციფრული არხების მრავალფეროვნება და ფართო პროვაიდერული ქსელი. დღეს სამივე მიმართულებით წარმატებულები ვართ. ამაზე მეტყველებს სერვისის სიმარტივითა და სისწრაფით ჩვენი დაზღვეულების კმაყოფილება, ასევე ორი ტიპის ციფრული პლატფორმის - ვებ-პორტალისა და ბი-ბოტის სრულფასოვანი მუშაობა, რასაც ზაფხულში მობილური აპლიკაციაც დაემატება. ჩვენი პროვაიდერების ქსელი მთელ საქართველოს ფარავს და 250-ზე მეტ ყველაზე მოთხოვნად კლინიკას აერთიანებს. აპრილში პროვაიდერების სიას ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კლინიკა - "რეიმანიც" დაემატა", - თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ნინო გაჩეჩილაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუის-ურბნისის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მონასტერი მათ ეპარქიას არ
ეკუთვნის.

რუის-ურბნისის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მონასტერი მათ ეპარქიას არ ეკუთვნის.

17:55 / 30.06.2026
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ "იბოლიას" 17-პუნქტიანი შენიშვნების სია წარუდგინა.
18:49 / 27.06.2026
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
14:50 / 27.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი
კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს
დახარჯავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს დახარჯავს.
21:16 / 26.06.2026
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან
ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
16:43 / 26.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.