რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქვემო ჭალაში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მკვიდრის დაჭრის ფაქტს აშშ-ს საელჩო ეხმაურება
11 ივლისს საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე 33 წლის ზაზა გახელაძის დაჭრის ფაქტს ეხება.

რუსეთის სამხედროებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძეს ესროლეს. გახელაძემ ჭრილობა ქვედა კიდურის არეში მიიღო. შემდეგ კი, ცხინვალში გადაიყვანეს.

სროლა, რომელიც რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან განხორციელდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მოხდა.

,,ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ.

ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ხაშურის მერიის გაზეთ „ხაშურის მოამბის“ ინტერვიუში მერი პაატა
ჩადუნელი თანამდებობის მიღმა ცხოვრებაზე საუბრობს.
ხაშურის მერიის გაზეთ „ხაშურის მოამბის“ ინტერვიუში მერი პაატა ჩადუნელი თანამდებობის მიღმა ცხოვრებაზე საუბრობს.
11:13 / 27.11.2026
ელექტროქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 27
ნოემბერს, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს
ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანიის ცნობით, დენის
მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
ელექტროქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 27 ნოემბერს, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. კომპანიის ცნობით, დენის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
10:04 / 27.11.2026
გორში, სტალინის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას
შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის
შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტზე კი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.
გორში, სტალინის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ფაქტზე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა.
20:14 / 26.11.2026
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ
„ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი
მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს
მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში საკალათბურთო კლუბ „ივერიონი - გორის“ ყოფილი მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ორდღიან შეჯიბრებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მატჩებზე დასწრება კი თავისუფალია.
18:49 / 26.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.