რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ვაჟა-ფშაველა და გორი

ფოტოზე: გოდერძი გოდერძიშვილი (ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი)

გორში ლუკა რაზიკაშვილი (ვაჟა-ფშაველა) მამამისმა, პავლემ გამოგზავნა. პავლე სასულიერო პირი ყოფილა და სწავლის ფასი სცოდნია. ბავშვობაში მამამისი კატეგორიულად უკრძალავდა განათლების მიღებას. სამაგიეროდ, პავლემ თავის შვილს განათლების მიღებაში ხელი შეუწყო.

ბიოგრაფიის მიხედვით, ვაჟა-ფშაველა გორში 1879 წელს ჩამოსულა, საოსტატო სემინარიაში 1882 წლამდე სწავლობდა. შემდეგ 1883 წელს გაემგზავრა პეტებურგში სასწავლებლად და ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში დაბრუნდა. მასწავლებლად მუშაობა გორის მაზრის სოფელ ოთარშენში (ორთაშენი) დაიწყო. ოთარ ამილახვრის ოჯახში მუშაობდა, სადაც ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა. პარალელურად, ვაჟა-ფშაველა გორელ ხალხოსნებს დაუახლოვდა. ძმაც, თედოც გორში, სოფელ ხელთუბანში დასახლდა. ნერგები გააშენა და საკმაოდ მოძლიერდა. გორშივე ცხოვრობდა ვაჟას დისშვილი, მიხა რაზიკაშვილი.

ლევან რაზიკაშვილის შთამომავლები

ვაჟა-ფშაველამ მოგვიანებით თავისი შვილი, ლევანი სწორედ გორში გამოგზავნა. მას აქ თავისი ძმის, თედოს იმედი ჰქონდა.

ლევანს მთვარელიძეების ქალი თამარი შეუყვარდა, თანაც ისე ძლიერად, რომ მამის დაუკითხავად დაქორწინდა. შემდეგ კი, საბოდიშო წერილი მიუწერია ვაჟასთვის. არსებობს ფოტო, სადაც ლევანის ქორწილია ასახული. ამ ქორწილში ვაჟა ფშაველაც იმყოფებოდა.


ფოტოზე: ლევანის ქორწილი, გორი

ლევანის ბედი ტრაგიკულად წარიმართა. ის 1923 წელს დახვრიტეს, იმის გამო, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაეხმარა. თამარი 24-წლის ასაკში დაქვრივდა.


ფოტოზე: თამარ მთვარელიძე ნათესავებთან ერთად

ლევანს და თამარს ჰყავდათ: ლუკა, გიორგი, ქეთევანი და ეკატერინე. გიორგი მცირე ასაკში გარდაიცვალა, ლუკას 3 გოგო დარჩა, ეკატერინე არ დაოჯახებულა, ქეთო კი, გოდერძიშვილზე დაქორწინდა. ჩვენს სწორედ გოდერძიშვილებს ვესტუმრეთ.


ფოტოზე:ევან რაზიკაშვილის მეუღლე, შვილიშვილთან, ლელა გოდერძიშვილთან ერთად.

ლევან რაზიკაშვილის მეუღლე, ქალბატონი თამარი კარგად ახსოვს მის შვილიშვილს, გოდერძი გოდერძიშვილს. ბებია სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ლევან რაზიკაშვილი ცოცხალი გადარჩა. ,,ეს ასე არ იყო, ორჯონიკიძეს ვინ გადაურჩებოდა. როცა შესულან და უთქვამთ მისთვის, ვაჟას შვილი გავათავისუფლოთო, ასე უპასუხია: ვაჟაც რომ ცოცხალი ყოფილიყო, იმასაც დავხვრეტდიო" - ამბობს გოდერძი გოდერძიშვილი.

ლევან რაზიკაშვილის დახვრეტიდან ორი წლის განმავლობაში ქალბატონ თამარს ბარგი მუდმივად გამზადებული ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში გავრცელებული წესის მიხედვით, გადასახლებულთა სიაში ცოლებიც ხვდებოდნენ. სახლი, სადაც ლევან რაზიკაშვილის მეუღლე ცხოვრობდა, დღესაც გორში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს. ერთსართულიანი სახლი თამარს მისი მამის ნათესავებმა აუშენეს.

,,იყო მხოლოდ ოთხი კედელი. თოვლი ზედ კარებზე იყო ხოლმე მოგროვებული. ძალიან გაჭირვებაში ცხოვრობდა ბებიაჩემი" - იხსენებს გოდერძი გოდერძიშვილი.

ვინ არიან და სად არიან ლევან რაზიკაშვილის შთამომავლები, იხილეთ რეპორტაჟი:




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.