რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მერი ქორთიაშვილი - ბოშურელი ქალი ზემო ახალსოფლიდან
ამჟამად, ულამაზეს სოფელში ცხოვრობს. მდინარე ტანას ხეობაში, სოფელ ბოშურის ცენტრალურ ნაწილში. ოჯახმა აქ ბავშვობაში, დამამთავრებელ კლასებში სასწავლებლად გამოგზავნა. ისე მოხდა, რომ აქვე დაოჯახდა.



ერი ქორთიაშვილი მას შემდეგ ზემო ახალსოფელში ბაბოსთან და პაპასთან მიდიოდა ხოლმე. მოხუცები იქ თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დარჩნენ. სოფლის დანარჩენი მცხოვრებნი როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ. ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა საბოლოოდ შეუწყო ხელი თეძმის ხეობის სათავეში მდებარე სოფლების დაცლას.

,,გორში შაბათობით მოვდიოდით ხოლმე, ბატკნები ჩამოგვყავდა გასაყიდად. მერე რომ ვიყიდიდით რაღაცეებს, საჭმელებს ან რაღაც, წავიდოდით ისევ ფეხით, 35 კმ უნდა გაგველო. გზა ატენიდან მიდიოდა. იქ სადაც სკოლა ინტერნატი იყო, იქიდან ავუყვებოდით ხოლმე - იურული, ველები, გულხანდისი, ჭანჭახა და მერე ჩემ სამშობლოში, ზემო ახალსოფელში გადავდიოდით" - ამბობს მერი ქორთიაშვილი.

გორის არქივში ინახება 1923 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, მდინარე ტანას ზევით და თეძმის ხეობის სათავეში უამრავი სოფელი არსებობდა. მაგალითად, მაზრის აღმასკომის წარმომადგენელმა სეტყვისგან დაზარალებული სოფლები მოინახულა და ეს წერილობით შეადგინა. ჩამონათვალში, სწორედ, ის სოფელია, რომელშიც მერი ქორთიაშვილი დაიბადა.



,,წავედი სოფლებში აღსაწერად, სადაც აღმოჩნდა 24 სოფელი: ახალსოფელი, გულხანდისი, პიტნარა, ნადარბაზევი, ლული, ნათლისმცემელი, საყავრია (მოკლულია 4-წლის ვაჟი გიორგი თომას ძე საავაშვილისა), დიდ-თავი, ფილათი; მთა-დეკეულა; ყანობისი; ფიცესი; ფელი; ხვწე; პატარა ჭვარები; მღებრიანი; ოქიანი, ჭანჭახა; თვლემნარი; იური; ტამი; ბორჩვანი; საჭია, დიდი ჭვარები. განადგურებულია - 377 დესეტინა ჭირნახული; 302 სული საქონელი." - წერს მაზრის აღმასკომს მისი წარმომადგენელი.

დღეს ამ 24 სოფლიდან აღარც ერთი არსებობს. ნასახლარებზე შემდგომ საქონლის სადგომის მოსაწყობად ასული ფერმერები მივიდნენ.



,,მოგახსენეთ-რა ზემო აღნიშნულს, გაცნობებთ, რომ ამ სოფლებს შორის სრულიად გაფუჭებულია და მოსპობილია ორი სოფელი - ფილათი და მთა-დეკეულა, რომლის მცხოვრებთა სულთა რაოდენობა შესდგება ,,96" სულისაგან. მცხოვრებნი-კი, გამოთქვამენ დიდს უიმედობას და მოელიან საშინელ შიმშილს." - წერია დოკუმენტში, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი სოფელი 96 სულისაგან შედგება. 

მერი ქორთიაშვილი გვიყვება, რომ დღედღეობით, ამ სოფლებში მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მიდიან. ხალხი ჩამოდის როგორც თბილისი ან რუსთავიდან, ასევე, ჩრდილოეთ ოსეთიდან. 

,,წელს არამგონია მოახერხონ, კორონავირუსის გამო ჩაკეტილია საზღვრები. წელს ვერავინ მოახერხებს ჩამოსვლას" - ამბობს მერი ქორთიაშვილი.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.