ახალი ამბები
შინდისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალთან თავდაცვის მინისტრი მივიდა
თავდაცვის მინისტრმა და სამხედროებმა შინდისში დაღუპული მებრძოლების მემორიალს პატივი მიაგეს.

12 წელი გავიდა იმ შეტაკებიდან, რომელიც რუსეთის სამხედროებსა და ქართველ ჯარისკაცებს შორის გაიმართა.

2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლებმა რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულთან უთანასწორო ბრძოლა გამართეს.

შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე, რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩენილან და რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან.

,,სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ - სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანები და ამით გასასვლელები ჩაუკეტავთ. 20-მა მებრძოლმა ასეულს წინააღმდეგობა გაუწია. შინდისთან ბრძოლას 20 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადარჩა, ისიც შინდისელების წყალობით. სოფლელებს ბრძოლის ველიდან დაჭრილი ჯარისკაცები ღამით გაიყვანეს. ერთ-ერთს, ოთარ კალმახელიძეს, შინდისელი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა, რამდენიმე დღე თავის სახლში მალავდა, შემდეგ კი მედპერსონალს ჩააბარა." - იხსენებენ ადგილობრივები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური
ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

16:39 / 22.09.2020
საუკეთესო იმპრესიონიზმი - ლანდშაფტი - ასეთია ჟიურის შეფასება.
საუკეთესო იმპრესიონიზმი - ლანდშაფტი - ასეთია ჟიურის შეფასება.
15:07 / 22.09.2020
,,ჯავამ
,,ჯავამ" მუნიციპალური განვითარების ფონდს იმაზე მეტი თანხა შესთავაზა, ვიდრე ტენდერით იყო გამოცხადებული.
14:35 / 22.09.2020
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი დიდი პაპა იყო აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტი, მსახურობდა თბილისში, მეტეხის ეკლესიაში.

,,ჩემმა ბიჭმა ნახა რეპორტაჟი, დამირეკა ვლადიკავკაზიდან, დედა, დიდი ხაბიზგინები გამოუცხე სტუმრებსო.

ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
გორში 10 და 11 სექტემბერს შიდა ქართლის გამომძიებლებისთვის გაიმართა ტრენინგი
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ზინა სანაკოევა - ორთუბანი
- მობრძანდით! ძაღლი არ გიკბენთ, უბრალოდ მოგეფერებათ, როგორც სტუმრებს.
ჟანა ბითიევი და ნინო ქარქუსოვი წეროვანიდან

დავიწყე გზაზე სიარული, ასე გზადაგზა ვეძებდი ჩემს ოჯახის წევრებს. რომ ვიპოვე ყველა,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.