რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება [R]
ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ. გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა.

რევაზ ანთაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან თიბისის მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი დარგო.

"ჩხავერი განსაკუთრებული ყურძენია და განსაკუთრებულ მოვლასაც მოითხოვს. ამ ადგილას ჩემს წინაპრებს ადრე ჰქონიათ ჩხავერი, ვაპირებ, რომ თანდათან 1 ჰა-მდე გავზარდო ჩხავერის ვენახები. ამას გარდა, ჩვენს მხარეში გავრცელებული სხვა იშვიათი ჯიშების მოყვანასაც ვგეგმავ, ისეთის როგორებიცაა - ჯანი და სხილათობანი," - ამბობს რევაზ ანთაძე.

ფერმერი პირველ მოსავალს 3 წელიწადში ელოდება. პირველ ეტაპზე რევაზ ანთაძე 5-დან 10 ტონამდე ღვინის წარმოებას გეგმავს. ჩხავერისგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული ხარისხისაა. ღვინო ხასიათდება ღია ვარდისფერი შეფერილობით, ნაზი და ჰარმონიურია და გამოირჩევა ალკოჰოლისა და სიმჟავის ბალანსით. ყურძნის ამ ჯიშს იყენებენ ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც. ბოთლში ჩამოსხმამდე მას 2 წლის მანძილზე ქვევრში ინახავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.