ახალი ამბები
რუსეთის სამხედროებმა ავტობანიდან 300 მ-ის მოშორებით ხნულები გაავლეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დღეს ხნულები გაავლეს. შესაბამისი ტექნიკა ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, დათო ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ ხნულების გავლების შემდეგი ნაბიჯი მავთულხლართების გავლება იყოს.

ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრებში ყარაფილასთან ხნულების გავლება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყეს. ხნული იმ ბანერებს აკავშირებს ერთმანეთს, რომელიც
2014 წელს დადგეს. ერთ-ერთი ბანერი ყველაზე ადგილს დგას ავტობანთან. გზასა და ავტობანს შორის მანძილი 350-400 მ-ია.

გამყოფი ხაზი გარკვეულ მონაკვეთზე მდინარე თორთლას (ტორტლა) მიუყვება. მდინარე ტორტლაზე, რომლის სიგანე თითქმის 3 მ-ია, მწვანე ბანერი 3-წლის წინ დადგეს. ადგილობრივები, არხის სიდიდის გამო, მიწის ნაკვეთებში თამამად მუშაობენ.

ეს ბანერი ყველაზე ახლოს დგას მთავარ მაგისტრალთან. ავტობანიდან პოლიციის საგუშაგომდე 100 მ-ია, ხოლო, საგუშაგოდან, ბანერამდე - 250 მ.

,,ეს არხი ისეთი განიერია, ვერც ისინი გადმოვლენ და ვერც ჩვენ გადავდივართ. ფაქტიურად, კომუნისტების დროს დაადგინეს, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვარი ბუნებრივად მაგ არხზე გასულიყო" - ამბობენ ადგილობრივები.

ყარაფილელი გიორგი ტეხაშვილი ამბობს, რომ ამ ხნულმა ძირითადად ორჭოსნელები დააზარალა, რადგან 18 ჰა მიწის ფართობი, რომელიც კომუნისტების პერიოდში ყარაფილას მეურნეობამ ორჭოსანის საბჭოთა მეურნეობას გადასცა, დღეს ყარაფილას მხარეს დარჩა:

,,როცა ხნულების გავლება დაიწყეს, რუსმა სამხედროებმა აუკრძალეს ორჭოსნელებს მაგ ნაკვეთებში მუშაობდა. 70-იან წლების დასაწყისში ჩვენ გადავეცით ეგ მიწები მაგათ მეურნეობას და ორჭოსნელები სარგებლობდნენ." - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გიორგი ტეხაშვილი.

მისი თქმით, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც იგივე სიტუაციაა, რაც ჩრდილოეთით:

,,საბჭოთა მეურნეობების დროს ჩვენი და მაგათი მეურნეობა სხვათა შორის ღობით იყო გაყოფილი. 1972 წელს ცეკა ჩაერია ჩვენს საქმეებში. მართალია, 18 ჰა ფართობი სოფლის ზევით გადავეცით ორჭოსნის მეურნეობას, სამაგიეროდ, მდინარე ტორტლას ქვემოთ ავტობანამდე რაც მიწები იყო, ჩვენ მეურნეობას გადმოსცეს. ანუ ორჭოსნის მეურნეობის საზღვარი ზედ ავტობანზე გადიოდა. ამ ხნულით, ფაქტობრივად, ჩვენ ტორტლას ქვემოთ მიწებიც დაგვრჩა და ის 18 ჰა-იც, რაც საბჭოთა მეურნეობის დროს ჩრდილოეთ დავთმეთ. საძოვრებიც და მიწებიც დაგვრჩა" - ამგვარად აგვიხსნა ვითარება გიორგი ტეხაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის
საბავშვო ბაღები, რომლებიც,
გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები, რომლებიც,
17:11 / 24.02.2021
,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს
ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური

,,დაახლოებით 13 საათზე, საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას ქალს ჯგუფურად სიტყვიერი და ფიზიკური

15:36 / 24.02.2021
მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საგანგებო
ბრიფინგი გამართა.
მან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
14:12 / 24.02.2021
რეგისტრაცია იქ მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგისტრაცია იქ მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს
12:54 / 24.02.2021
,,გადაადგილდებოდა ეტლით და მას ვერ ჩავუკეტავდით შესასვლელს. ის
გარდაიცვალა და გვაქვს საშუალება
,,გადაადგილდებოდა ეტლით და მას ვერ ჩავუკეტავდით შესასვლელს. ის გარდაიცვალა და გვაქვს საშუალება
11:58 / 24.02.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.