რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ტურბაზიდან" მოზაიკის კედელს ქალაქის ცენტრში გადაიტანენ
ქართული თანამედროვე მოზაიკის ნიმუშს გორის ცენტრში გადაიტანენ. ამის შესახებ განცხადებას ,,ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის"" წარმომადგენლები ავრცელებენ.

ორგანიზაციის წევრები ამ საკითხზე გორის მერს შეხვდნენ, რომელმაც ინიციატივას მხარი დაუჭირა.  თანამედროვე მოზაიკის ნიმუში გორში, ტურბაზის ყოფილი შენობის კედლებზეა შემორჩენილი.

,,ჩვენ ფონდს დაუკავშირდნენ ქ.გორის ხელოვანთა სახლის პროექტის წევრები ოთო გვრიტიშვილი და ნიკა სომხიშვილი, რომლებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია გორის ყოფილი "ტურბაზის" ტერიტორიაზე მდებარე მოზაიკის შესახებ. მოზაიკური ფრაგმენტები წარმოადგენს კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის კედლების მოპირკეთების ნარჩენებს. ეს ფრაგმენტები არის ქართული მოზაიკური ხელოვნების მოდერნისტული მიმართულების იშვიათი და ერთერთი ყველაზე მასშტაბური ნიმუში. დღეს ეს ულამაზესი ნამუშევარი სავალალო მდგომარეობაშია, ფაქტიურად განადგურებეს პირას. ამავდროულად მას ემუქრება იმ უბანში მიმდინარე ინტენსიური მშენებლობა." - აღნიშნავენ ფონდში.

გორელ ხელოვანებთან ერთად ჩვენ განვიხილეთ მოზაიკური ფრაგმენტების ქალაქის ერთერთი ცენტრალურ მოედანზე, ახალი ტურისტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობა.

,, გორის ცენტრს დაამშვენებს აღდგენილი მოზაიკა, რომელიც უდავოდ გამოიწვებს დიდ ინტერესს და გახდება ქალაქში ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი საშუალება." - აცხადებენ მოზაიკის გადატანის ინიციატორები.
ტურბაზა გორის შესასვლელში ვერხვების დასახლებაში მდებარეობს. 1990-იანი წლების დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ცხინვალიდან დევნილები შეასახლეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.