ახალი ამბები
გორის ,,დილას'' სტადიონი უეფას შესარჩევ თამაშებამდე ორი დღით ადრე
დღეს, 4 სექტემბერს, გორის დილას სტადიონზე 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში გაიმართება. ერთმანეთს საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები შეხვდება.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე ასე გამოიყურებოდა სტადიონის სარბენი ბილიკი. ,,დილას" დირექტორი გია ისიანი ადასტურებს, სტადიონის ადმინისტრაცია შესარჩევი თამაშის ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა. თუმცა, ხელოვნურსაფარიანი ბალახი 2 სექტემბერ შეიძინეს, რასაც მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 31 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და ახალი, ხელოვნურსაფარიანი ბალახის შესაძენად, 9 ათას ლარამდე თანხა გაითვალისწინა.

სტადიონის ადმინისტრაციამ ამ თანხით 2020 წლის 2 სექტემბერს, სასწრაფო წესით შეიძინა ხელოვნური ბალახი და ორი დღით ადრე სტადიონის მოწესრიგება შეძლო.

გორის ,,დილას" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარბენი ბილიკი დაზიანდა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის ვარჯიშებისა და მატჩების დროს.

,,მიმდინარე თვეში ვარჯიშებისა და საფეხბურთო მატჩების დროს იქნა დაზიანებული აღნიშნული ხელოვნური ბალახი. გორის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ წერილობით, რათა გამოეყოთ თანხა ზემოთ აღნიშნული საქონლის შესასყიდად. მუნიციპალიტეტის მერიამ მოიწვია საკრებულოს რიგგარეშე სხოდომა ბიუჯეტში ცვლილების შესატანად, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 31
აგვისტოს და ჩვენს ორგანიზაციას დაემატა საქონლის შესაძენად შესაბამისი თანხა." - აღნიშნავენ ,,დილას" ადმინისტრაციაში.

სტადიონი გორის მერიის ბალანსზეა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ეს ხარვეზი სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა:

,,უეფას წარმომადგენელი ინფრასტუქტურის, უსაფრთხოებისა და ვიზუალური კუთხით, ამ ხარვეზის გამო გააუქმებს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს და გადასცემს უეფას, რომ აღნიშნული სტადიონი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მატჩების ჩატარების სტანდარტებს. საფეხბურთო მატჩისა და ვარჯიშების მიმდინარეობის დროს წინასწარ პროგნოზირება იმის თუ რა დაზიანდება მოედანზე და მის შემოგარენზე, შეუძლებელია." - აცხადებენ ადმინისტრაციაში.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
15:19 / 01.03.2021
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს
ახალ აქციას სთავაზობს.
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს.
14:45 / 01.03.2021
30 აპრილამდე სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კომპანია ,,სენ ავტოს
30 აპრილამდე სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კომპანია ,,სენ ავტოს" 49 500 ლარს გადაურიცხავს.
13:43 / 01.03.2021
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
11:46 / 01.03.2021
პირველი მარტიდან ფუნქციონირება განახლდა მუზეუმებსა და
ბიბლიოთეკებში. ხოლო
პირველი მარტიდან ფუნქციონირება განახლდა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში. ხოლო
11:07 / 01.03.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფანრიანი ნოკია - ერთადერთი საშუალება განათლების მისაღებად
"პანდემიის პერიოდში დრო თამაშით გაგვყავდა და საქმესაც ვაკეთებდით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.