რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
14 სექტემბერს გორში ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მეცნიერებათა სკოლა" იხსნება [R]
14 სექტემბერს 16 საათზე გორში ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მეცნიერებათა სკოლა" საზეიმოდ იხსნება.

,,მეცნიერებათა სკოლა" არის თანამედროვე მოთხოვნებსა და ტენდენციებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თავისუფალ და ტოლერანტულ გარემოში შეიძინონ მაღალი ხარისხის განათლება, მიიღონ კლასგარეშე გამოცდილება და ის კომფორტი, რომელიც სასწავლო პროცესებში საჭიროა. სკოლას პრიორიტეტად დასახული აქვს გაძლიერებული სწავლება უცხო ენებზე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნებზე (ფიზიკა. ქიმია.ბიოლოგია).

მაღალ კლასებში მოსწავლეები გაძლიერებულად მოემზადებიან უმაღლესი და პროფესიული სასჭავლებლებში სწავლისთვის. თანამედროვე ინფრასტრყქტურით და საჭირო ივენტარით აღჭურვილი სკოლა 345 მოსწავლეზეა გათვლილი. თითოულ კლასი მაქსიმუმ 15 მოსწავლით იქნება დაკომპლექტებული. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახლად გახსნილმა სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მზად არის 15 სექტემბრიდან მოსწავლეები მიიღოს 1-დან მე-12-ე კლასის ჩათვლით.

15 სექტემბრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლიზგან მიიღებს 500 ლარიან ვაუჩერს. სასწავლო წლის დაწყებისთანავე ყველა მოსწავლეს საჩუქრად გადაეცემათ სასკოლო სახელმძღვანელოები. სკოლა სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკმენდაცებს, რომელიც კორონავირუსის გამო შემუშავდა საჯარო და კერძო სკოლებისთვს.

სასწავლო პროცესი დაიწყება დილის 9 საათიდან და გაგრძელდება საღამოს 6 საათამდე. სკოლის მოსწავლეებ უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით და 2-ჯერადი კვებით.

გარდა ამისა მოსწავლეს შეეძლება მისი სურვილისამებრ დამატებით იაროს სპორტლ ან სახელოვნებო წრეზე (ცეკვა, ჭადრაკი, ხატვა, მუსიკა, კალათბურთი და ა.შ.) უფასოდ. წელიწადში რამდენჯერმე მოსწავლეები ივლიან სასწავლო პროგრამის შესაბამის ექსკურსიებზე უფასოდ.
სწავლის საფასურის გადახდა წლიურად შეადგენს 2 000 ლარს და იქნება მშობელზე მორგებული გადახდის სისტემა.

სწავლის გადასახადი მოიცავს:


- ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
- ორჯერად კვებას;
- უფასო სასკოლო წიგნებს;
- ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას;
- ორჯერად ჯანსაღ კვებას;
- უფასო სასწავლო სახელმძღვანელოებს;
- უფასო ექსკურსიებს;
- ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას;


სკოლაში მისულ მოსწავლეებს და მშობლებს დახვდებათ:

პროფესიონალთა გუნდი;
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები;
თანამედროვე მოთხოვნებსა და ტენდენციებზე მორგებული საგანმანათლებლო სივრცე;

მსურველები რეგისტრაცისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ გორში, გორგასლის N1-ელში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში
დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
22:03 / 14.07.2026
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში
მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც
მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
20:42 / 14.07.2026
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
15:11 / 14.07.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს
ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს ავრცელებს
13:28 / 14.07.2026
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13
ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში
მართავდა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13 ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
12:23 / 14.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.