რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,ნაქარ ვაშლს'' 7 კომპანია იბარებს
შიდა ქართლში ,,ნაქარი ვაშლის" ჩაბარება მეორე დღეა მიმდინარეობს. არასტანდარტული ვაშლის ჩასაბარებლად 7 კომპანია მუშაობს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ის გორში იმყოფებოდა და კომპანია ,,ჯეო კონცენტრატის" მუშაობას გაეცნო.

"სახელმწიფოს მიერ მეწარმეებისთვის შეთავაზებული პროგრამა, შიდა ქართლის რეგიონში არსებული საწარმოების სიმძლავრეების სრულად დატვირთვის საშუალებას იძლევა. ორი დღეა დაიწყო მოსავლის ჩაბარება და უკვე 7 კომპანია ჩაერთო პროგრამაში. ვფიქრობ, სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ რიგების გარეშე მოხდეს მოსავლის ჩაბარება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ. უნდა აღინიშნოს, რომ გადამუშავებული, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"ჯეო კონცენტრატის" დამფუძნებლის, ივანე გოლიაძის განცხადებით, კომპანია პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა. კომპანია ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისაგან იბარებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ ვაშლს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე მოხდება.

"ჯეო კონცენტრატი" არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა.

შპს "ჯეო კონცენტრატი" 2007 წლიდან საქმიანობს, ხილის გადამმუშავებელ საწარმოში განხორცილებული ინვესტიცია შეადგენს 4 მილიონი ლარს. საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული.

სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.