ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარმა კანდიდატმა და მისმა ოჯახმა ,,ოცნებას" 1 მლნ ლარი შესწირა
2016 წლიდან დღემდე ბიზნესმენ ზაალ დუგლაძეს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს ,,ქართული ოცნებისთვის"  1 მლნ ლარი (990 000 ლარი) აქვს შეწიხული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ბიზნესმენი ზაალ დუგლაძე 9 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულია მისი ორი ძმაც – დავით და გიორგი დუგლაძეები. მთლიანობაში, ძმები დუგლაძეები 16 კომპანიასთან
არიან დაკავშირებულნი: 

გარდა ჩამოთვლილი კომპანიებისა, შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანია" თავის მხრივ ფლობს 100%-იან წილებს შპს "ვარციხის კონიაკის ქარხანასა" და შპს "ივერია ალკოში". შპს "ვარციხის კონიაკის ქარხანას" 2013 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო; 2013 წლის დეკემბერში იგი ელექტრონული აუქციონის შედეგად 2,010,000 ლარად (საწყისი ფასი 1,340,000) შეიძინა შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ".



შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" 2018 წელს გაიმარჯვა 2 სახელმწიფო ტენდერში: ერთი მცირე ღირებულების (3,692₾) იყო, ხოლო მეორე – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცქრიალა ღვინის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 160,768 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2016-2019 წლებში კომპანიამ მიიღო 17 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 16,945 ₾.

ზაალ დუგლაძე, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მხოლოდ ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 340,000₾ შესწირეს, ხოლო ბიზნესპარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაც არის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი – 990,000₾:

გარდა ამისა, ზაალ დუგლაძემ 2012 წელს 60,000₾ შესწირა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

აღსანიშნავია, რომ გიორგი დუგლაძე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა. 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში მას მისი სამივე კომპანია დეკლარირებული აქვს, თუმცა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მის საკუთრებაში არსებული წილები არ აქვს მართვის უფლებით გადაცემული სხვა პირისთვის. ასევე, შპს "ვენი ვიდი ჯორჯიას" შემთხვევაში, გიორგი დუგლაძეს არასრულად აქვს მითითებული კომპანიის სხვა მეწილეების შესახებ ინფორმაცია (სწორედ ამ კომპანიაში ფლობენ წილებს მისი ძმები).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
15:19 / 01.03.2021
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს
ახალ აქციას სთავაზობს.
პირველი მარტიდან ტერაბანკი სამომხმარებლო სესხის აღების მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს.
14:45 / 01.03.2021
30 აპრილამდე სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კომპანია ,,სენ ავტოს
30 აპრილამდე სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კომპანია ,,სენ ავტოს" 49 500 ლარს გადაურიცხავს.
13:43 / 01.03.2021
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი გამყოფ ხაზს მოინახულებს.
11:46 / 01.03.2021
პირველი მარტიდან ფუნქციონირება განახლდა მუზეუმებსა და
ბიბლიოთეკებში. ხოლო
პირველი მარტიდან ფუნქციონირება განახლდა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში. ხოლო
11:07 / 01.03.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფანრიანი ნოკია - ერთადერთი საშუალება განათლების მისაღებად
"პანდემიის პერიოდში დრო თამაშით გაგვყავდა და საქმესაც ვაკეთებდით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.