რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის სოფლების 8 სკოლაში სწავლის დაწყების დღეს ახალი საპირფარეშოები არ იმუშავებს
გორის მერიამ სველი წერტილების მოწესრიგება 8 სკოლაში 2020 წლის 12 აგვისტოდან დაიწყო. ამათგან 7 სკოლა გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

დღევანდელი მონაცემით, სამუშაოები არც ერთგანაა დამთავრებული. სწავლა კი, 2020 წლის 15 სექტემბერს იწყება.

qartli.ge-მ მოიძია ამ სკოლების მონაცემები, სადაც სველი წერტილების მოწესრიგების თაობაზე, ამჟამად მუშაობენ. ეს სკოლებია: ზემო ნიქოზი, ხურვალეთი, სათემო, ქვემო ხვითი, კარბი, ზემო ხვითი, პატარა გარეჯვარი და ბერშუეთი.

ამ 8 სკოლიდან 4 სკოლაში 1 კომპანია მუშაობს. ინდმეწარმე ლევან ნადირაძე პირდაპირი შესყიდვის წესით დაიქირავეს. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, სამუშაოების დაახლოებით 50% აქვს შესრულებული.

,,დამთავრება უნდა მოვასწროთ 45 დღეში" - გვითხრა მან. მან მუშაობა 17 აგვისტოს დაიწყო, ხოლო 45 დღე 1 ოქტომბრამდე გადის.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, კარბში ,,ზუკამშენი" მუშაობს, ზემო ხვითში ,,ჯინო +", ბერშუეთში ი.მ. ,,კახა დათაშვილი."

რაც შეეხება პატარა გარეჯვრის სკოლას, აქ ყველაზე მეტი თანხა იხარჯება და მას კომპანია ,,აღმაშენებელი" ითვისებს. გარეჯვრის სკოლის რეაბილიტაცია 14 აგვისტოს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით 75 დღეში უნდა დასრულდეს. 

შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის, თამაზ მეტრეველს ამ თემაზე საუბარი არ სურს. სწავლის დაწყების პირველ დღეებში მოსწავლეებს სოფლის პირობებში არსებული, ე.წ. მიწაში ჩადგმული საპირფარეშოების გამოყენება შეეძლებათ, სადაც სანიტარული ნორმები დაცული არაა. ქვეყანაში კი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა მძვინარებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ კირილეს იუბილეზე ჩასული ქართული
დელეგაციის სახელით უკრაინის ეკლესიის არაღიარებისა და „ზეწოლისადმი
დაუმორჩილებლობის“ შესახებ სკანდალურ ციტატას ავრცელებს.
რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ კირილეს იუბილეზე ჩასული ქართული დელეგაციის სახელით უკრაინის ეკლესიის არაღიარებისა და „ზეწოლისადმი დაუმორჩილებლობის“ შესახებ სკანდალურ ციტატას ავრცელებს.
20:16 / 22.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ
რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი
დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
13:51 / 22.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას
აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა
საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო
ქადაგებების დროსაც საუბრობს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო ქადაგებების დროსაც საუბრობს.
13:36 / 22.11.2026
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის
04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის,
გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა
ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე
მიმდინარე სამუშაოებია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოებია.
12:30 / 22.11.2026
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით
პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს
შეეხო.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს შეეხო.
11:57 / 22.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.