კალენდარი
ახალი ამბები
3 ხაბიზგინის ადათი - ზინა ბაბოსთან საქართველოში
ოსები ხატობაზე, სამი ხაბიზგინით და არყით, ოჯახებით მიდიოდნენ ხოლმე. ეს ადათი დღემდე შემონახულია, თუმცა სალოცავებში შეკრებები დღეს იშვითად იმართება. ამის მიზეზი დაცარიელებული სოფლებია.

ძამის ხეობაში უმრავლეს ეკლესიებში კი სასულიერო პირები ცხოვრობენ. ეს გარემოება ხატობის ტრადიციის აღნიშვნისთვის გარკვეულ წინააღმდეგობად იქცა.

თუმცა, 3 ხაბიზგინის ადათი დღემდე შემორჩენილია ოჯახებში. ამ ადათის შესახებ ორთუბანში მცხოვრები ზინა სანაკოევა გვესაუბრა. მას მეორედ ვესტუმრეთ. რეპორტაჟის მოსამზადებლად წინა დღეებში მასთან მოულოდნელად მივედით, ამიტომ მოგვიბოდიშა, რომ ტრადიციულად ვერ დაგვხვდა. მოულოდნელი სტუმრები კი ხაბიზგინზე სხვა დღეს დაგვპატიჟა.

რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ
მას უამრავმა ადამიანმა დაურეკა და მოიკითხა, აცნობეს, რომ იგი სიუჟეტში ნახეს. ზინა სანაკოევი მოიკითხეს თბილისიდან, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებმა ახლობლებმა, ასევე, ევროპის ქვეყნებიდანაც.

,,ჩემმა ბიჭმა ნახა რეპორტაჟი, დამირეკა ვლადიკავკაზიდან, დედა, დიდი ხაბიზგინები გამოუცხე სტუმრებსო. მე ვუთხარი, რამხელა ტაფაც მაქვს, იმხელებს გამოვუცხობო," - მართლაც, ჭურჭლის კარადიან ყველა დიდი ტაფა გამოიტანა. ის გახარებული იყო იმით, რომ ჩვენი რეპორტაჟის წყალობით უამრავმა ადამიანმა გაიხსენა და მოიკითხა.

72-წლის ქალბატონმა ხაბიზგინების მოსამზადებლად ყველა საქმე გადადო: ქათმების, საქონლის, ღორის მოვლა. წიწილებისთვის ყურადღების მიხედვა. წელს მის სანახავად შვილები და შვილიშვილები ვერ ჩამოვიდნენ. კორონავირუსის გამო, ზინა სანაკოევა ამ წელს მარტო გაატარებს. უკვე მომავალი წლის ზაფხულის მოლოდინშია, როდესაც მისი ეზო ხალხით გაივსება. ,,შვილიშვილები სულ იმის მოლოდინში არიან, როდის წავალთ ბაბოსთან საქართველოშიო"

,,სტუმარი რომ მოგივა, წინ უნდა დაუდო სამი ხაბიზგინი, უნდა დაილოცო, ღმერთი ახსენო, შეავედრო და ღმერთი შეეწევა - შენს შვილებსაც და შენც. ნუ, ასეთი წესი ჰქონდათ. ფაქტად დარჩათ ოსებს. ახლა მე დიდი ისტორიკოსი არ ვარ, საიდან წამოვიდა და როგორ არის, მაგრამ ასე იყო. წიგნებშიც წერია. ლუდიც იცოდნენ ოსებმა, ასეთი ადათი აქვთ. ლუდი კი ნართმა სათანამ მოიგონა. ჰო და იქიდან შემოგვრჩა." - ამბობს ზინა სანაკოევა.

ხაბიზგინის გამზადება მან დედისგან, სოფელ გუჯარეთში ისწავლა.

,,ვუყურებდი დედას და ასე ვისწავლე. საქონელი გვყავდა, ყოველთვის აკეთებდა, ცომი რომ გვქონდა, ხაჭაპბიზგინებსაც აცხობდა ხოლმე და ჭახრაკინებსაც. ჩვენ ბავშვები ვიყავით და ვუყურებდით ხოლმე; ხან მოგვცემდა ხოლმე ცომს და ,,აბა თქვენც გააკეთეთ, ჩემო გოგოებოო" გვეტყოდა. ორი და და ერთი ძმა ვიყავით. ჩემი ძმა დაიღუპა, ჩემი და ცოცხალია ვლადიკავკაზში ცხოვრობს. ჰო, ცომს მოგვცემდა ხოლმე დედა და ჩვენც ისე ვაკეთებდით, როგორც ვიცოდით. მერე ნელ-ნელა, ადამიანი როგორც იზრდება, ჩვენც ვისწავლეთ ცხობა. ღვთის სახელზე რომ ილოცები, უნდა გააკეთო სამი სანთელი, უნდა დაილოცო შენი ღმერთი, შენი შვილები შეავედრო, შენი მეზობლები, შენი სოფელი, ყველაც, ღმერთს ყველა უყვარს, როგორც შენ უყვარხარ, ისე ვუყვარვარ მეც, მისთვის განსხვავება არ არსებობს, ყველა მისი საყვარელი შვილია და უნდა დალოცო ყველა. რა სიკეთეც შენთვის გინდა, ასევე უნდა სხვასაც. ასეთია სამი ხაბიზგინის ადათი ჩვენთან. საკლავიც უნდა წაიყვანო ღვთის სახელზე, მისი მარჯვენა გვერდისგან უნდა შეწვა მწვადი და ღვთის სახელზე დაილოცო; ასე მივდიოდით - ჩვენი წინაპრები, ჩემი მშობლები - სალოცავში. სამი ხაბიზგინით, მწვადი ზემოდან და არაყი. მთაში გავიზარდე მე, ჩვენან არაყის მეტი... ღვინო არც იყო. ღვინო ვნახე აქ - საქართველოში, ორთუბანში, ჰო სხვა რაღა გითხრა" - გვითხრა ზინა სანაკოევამ.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
"მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს.
19:26 / 26.10.2020
დეტალები ქარტლი.გე-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის
დეტალები ქარტლი.გე-ს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის" ყოფილმა ადვოკატმა
15:49 / 26.10.2020
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს
გორის ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარი 2011 წლამდე შპს ,,სავაჭრო ცენტრს"
15:06 / 26.10.2020
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა.
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან ავარია მოხდა.
14:51 / 26.10.2020
შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი
პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.
შაბათის შემდეგ, ტესტირება 192 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 78-მა ადამიანმა მიიღო.
13:14 / 26.10.2020
ვიდეორეპორტაჟი
"მინდა ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლო, ყოველთვის გამოვიცნო, რას ფიქრობს, რა გრძნობა აქვს.
,,სოფელს ის პრობლემა აქვს, რომ სადმე ვერ წახვალ, თუ შენი ტრანსპორტი არ გაქვს.
ყარაფილასა და ორჭოსანს შორის, გავლებულ გამყოფ ღობეზე კარია დამონტაჟებული. 

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა

გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.