ახალი ამბები
ეგორ ყოჩიევი: ,,პანდემიის გამო საზღვრის დამრღვევებს ადგილიდანვე ვაძევებთ''
ერგნეთის 97-ე შეხვედრის შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა, ეგორ ყოჩიევმა განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, გამყოფ ხაზთან 10 პირი დააკავეს.

ყოჩიევი განმარტავს, რომ დაკავებების მცირე რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ე.წ. საზღვრის დამრღვევებს ადგილიდანვე აძევებენ.

"შეხვედრაზე დაისვა საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით. როგორც
მოგეხსენებათ, იზრდება COVID-19 ინფიცირებულთა რიცხვი. ქართული მხარის მონაწილეებმა განმარტეს, რომ ეს განპირობებულია ტურისტული სეზონის გახსნით აჭარაში. ამის მიუხედავად, თუ აჭარაში არსებულ ვითარებას უგულებელვყოფთ, საქართველოში სიხშირე მაინც იზრდება, "- განუცხადა სააგენტო ,,რესს" ეგორ ყოჩიევმა.

ყოჩიევმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერგნეთის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში შექმნილი საპოლიციო საგუშაგოს არსებობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს:

"დაახლოებით ერთი წლის წინ, უისტას (წნელისის) დასახლების ტერიტორიაზე შეიქმნა საქართველოს პოლიციის საგუშაგო. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ სამხრეთ ოსეთის მხარის მოთხოვნები, რომ პოლიცია გაიყვანოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ", - აღნიშნა კოჩიევმა.

IPRM – ის შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ნოემბრის მეორე ნახევარში.

იხ. ამავე თემაზე:

მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან 10 დღით ადრე გათავისუფლდება


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამაუწყებლო კომპანია „TV 25“-ის
წამყვან-რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამაუწყებლო კომპანია „TV 25“-ის წამყვან-რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
11:28 / 25.11.2020
საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა
ისარგებლებს
საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს
18:53 / 24.11.2020
პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი
წარმატებით
პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით
15:53 / 24.11.2020
„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი
საწოლფონდი გამოყო.
„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო.
15:01 / 24.11.2020
აშშ-ის სამხედრო ხომალდი  რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი
რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა
აშშ-ის სამხედრო ხომალდი  რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა
11:47 / 24.11.2020
ვიდეორეპორტაჟი

რატომ არ მიმაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა? ასეთი უყურადღებო რაიონი გვყავს.

2 წლის იყო, როდესაც მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს
,,ნიგოზივით გემრიელი მიწააო" - ასე უთქვამს თავად ამილახვარს ქსნის ხეობის სოფელ კუცხოეთიდან

,,ტირიფონის სისტემა იწყება ლიახვის დიდი არხიდან, ავსებენ ნადარბაზევის ტბას, ქმნიან

გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.