ახალი ამბები
EUMM: ,,დღის წესრიგში განხილული იყო გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და COVID-19 პანდემიის გავლენის საკითხები''
ევროკავშირის მისია გუშინ ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 97-ე შეხვედრას, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩ მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლი ელჩ რუდოლფ მიხალკა ხელმძღვანელობდნენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრა ჩატარდა COVID-19-ის პანდემიის ფონზე საჭირო ჯანმრთელობის დაცვის ყველა აუცილებელი ზომის დაცვით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილეს პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და მონაწილეობა მიიღეს კონსტრუქციულ დისკუსიებში ყველაზე მწვავე საკითხზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

,,
მონაწილეებმა განიხილეს სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, "ბორდერიზაციის "პროცესები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ჩორჩანა-წნელისის რაიონში და სხვა ადგილებზე უსაფრთხოების ვითარება, ასევე გადაადგილებისა და საარსებო წყაროების საკითხები. დღის წესრიგში ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული კონტროლირებადი გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და COVID-19 პანდემიის გავლენა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო დაკავებების შემთხვევებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეების სურვილს მონაწილეობა მიიღონ რეგულარულ დიალოგში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ კვლავ გადამწყვეტ საკითხად რჩება ინფორმაციის დროული გაცვლა ყველა შესაძლო პლატფორმის საშუალებით ინციდენტების თავიდან აცილების და დაძაბულობის შემცირების მიზნით.

თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ადგილობრივ თემებში ადამიანის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების მოგვარებას. მონაწილეებს მოუწოდეს ერთობლივი ძალისხმევისკენ ადგილზე ზოგადი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.

მონაწილეების შეთანხმდნენ შემდეგი შეხვედრის 2020 წლის 20 ნოემბერს ჩატარების გეგმაზე, თუ ვითარება შესაძლებლობას მისცემთ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის
წევრი,
1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი,
23:32 / 04.12.2020
ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ უფასო
ტესტირების ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ.
ჯანდაცვის ცენტრის რეგიონულ წარმომადგენლობაში გვითხრეს, რომ უფასო ტესტირების ჩატარება ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ.
20:58 / 04.12.2020
"ვიღაცამ დააკაკუნა, ფანჯარაში გავიხედე და ფანჯრის რაფაზე საფენებში გახვეული ბავშვი დავინახე.
18:10 / 04.12.2020

"ირაკლი ანთაძემ დამირეკა, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა თქვენ ქმარსო.

13:51 / 04.12.2020
ადგილობრივი მცხოვრებნი აღნიშნულ მონაკვეთზე ,,მწოლიარე პოლიციელის
ადგილობრივი მცხოვრებნი აღნიშნულ მონაკვეთზე ,,მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟებას ითხოვენ.
20:01 / 03.12.2020
ვიდეორეპორტაჟი
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
,,წელს გვალვა იყო. 150 ტონა ქერის ნაცვლად, 50 კილოგრამი მომივიდა. წყალი არაა.
,,ყველაფერი გვიხარია: გაზი, წყალი, შუქი... მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან აქ.
,,ჩემი აზრით, ყველა სოფლელი ბიჭის ცხოვრება ასეთია. წვალებაში ვიზრდებით''
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.