კალენდარი
ახალი ამბები
ნადარბაზევში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მეათე და მეორე კლასის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი შავშვების სკოლაში სწავლობენ.

სკოლის დირექტორის თქმით, და-ძმა პაპისგან დაინფიცირდა. ხვალიდან კი სასწავლო პროცესი, ორი კვირის განმვალობაში, დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

,,როგორც ცნობილია, 22 სექტემბერს, სოფელ ნადარბაზევში მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს კი დადებითი პასუხი ტესტებზე მის ორ შვილიშვილს მოუვიდა. ისინი და-ძმანი არიან." - გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ბავშვები სკოლაში ბოლოს 25 სექტემბერს იყვნენ:

,,ამჟამად, მიმდინარეობს კვლევა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელში, ამოწმებენ თანაკლასელებს. ნიმუშები გაიგზავნება ლაბორატორიაში. მანამდე, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავა, ამის გამოცდილება გვაქვს" - აცხადებს დირექტორი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7 - შიდა ქართლში. მათ შორის, 2-2 ქარელსა და ხაშურში, 3 - გორის მუნიციპალიტეტში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ISFED-მა ცესკოს საჩივრით მიმართა ამ ბანერებთან დაკავშირებით და
მიუთითა,
ISFED-მა ცესკოს საჩივრით მიმართა ამ ბანერებთან დაკავშირებით და მიუთითა,
21:02 / 20.09.2021
მამაკაცს, რომელიც სსიპ

მამაკაცს, რომელიც სსიპ "დაცვის პოლიციის დეპარტამენტის" ქ. თბილისის მე-4 სამმართველოს

19:25 / 20.09.2021
თუ გინდა მოიპოვო 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ტიტული
თუ გინდა მოიპოვო 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ტიტული
18:36 / 20.09.2021
,,ქართული ოცნების
,,ქართული ოცნების" ანგარიშზე გორიდან ფიზიკური და იურიდიული პირები
12:40 / 20.09.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:
11:38 / 20.09.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
ვასიკო ძაცოევი და მისი ოჯახი ახალგორის რაიონის სოფელ გარუბანიდანაა.
,,ცოტახანი ვიყავი და ისევ ჩამოვედი, მშობლებს პატრონი უნდოდათ და მაგიტომ ჩამოვედი.
ვარჯიშს დილის 7 საათზე იწყებენ. ქვახვრელიდან უფლისციხემდე დისტანციას
გასული თვის პოპულარული სიახლეები
დაბრუნება ტანას ხეობაში
წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ.
სოფელი ტუსრები – ,,ხალხი გვენატრება''
,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.