რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
მარნეულში ,,მთავარი არხისა" და ,,პირველი არხის" ჟურნალისტებს სცემეს
დღეს მარნეულში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ,,მთავარი არხის"
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას თავი
აქვს გატეხილი.
სცემეს ასევე მასთან ერთად მყოფი ორი ოპერატორი და ჟურნალისტი. ინციდენტი ,,ქართული ოცნების" ოფისთან მოხდა. ჯეიჰუნ მუმაედალი ამბობს, რომ ჟურნალისტები ინტერვიუს ჩასაწერად მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც საოლქო კომისიასთან ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
,,ამ ინციდენტის დროს ამბობდნენ, რომ ჩხუბში საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მონაწილეობდა. მე მასთან მისვლა და ჩაწერა მინდოდა. ,,ქართული ოცნების" ოფისთან ფიზიკურად გამისწორდნენ. მირტყამდნენ, ვცდილობდი თავი დამეხსნა, ხესა და რკინის გისოსებს შორის მომაყოლეს თავი" - ამბობს მუჰამედალი.
მარნეულში დღეს კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა "ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები