ახალი ამბები
პირველად საქართველოში, თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა [R]
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.

„თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე, რაც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. პროცესების ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადატანა და მათი გაციფრულებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად, განვადების სერვისით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დისტანციურად შეძლებენ და ამისათვის მათ ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“, - ირაკლი ევგენიძე, თიბისის განვადების განვითარების ლიგის ხელმძღვანელი.

სასურველი ნივთის შესაძენად, Tbcganvadeba.ge-ზე დამტკიცებული ონლაინ განვადების გამოყენებას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.

ვებ-გვერდს მუდმივად დაემატება ახალი ფუნქციები, ასევე განახლდება პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი კრავეიშვილის
განცხადებით,
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი კრავეიშვილის განცხადებით,
12:43 / 18.06.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან
11:03 / 18.06.2021
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
23:33 / 17.06.2021
გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა
მოკვლევა დაიწყეს.

გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა მოკვლევა დაიწყეს.

17:17 / 17.06.2021
ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ
ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ
16:22 / 17.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
სასტუმრო "გორი ჰაუსში" ახლა შვიდი ხანდაზმულია, მათგან ორი საწოლსაა მიჯაჭვული.
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.