კალენდარი
ახალი ამბები
ქვახვრელში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო ქალმა, რომლის კონტაქტები უცნობია.

მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვახვრელში კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ტელეკომპანია ,,დიაში" მუშაობს.

ორივე მოქალაქის ინფიცირების წყარო სხვადასხვა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ტყვიავისა და კარბის სკოლების ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა, ასევე, - გორის მე-9 საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს.

ბოლო 24 საათში, გორში, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კასპში - 1; სულ შიდა ქართლში 208 ინფიცირებულია, აქედან 1 უკვე გამოჯანმრთელდა.

208 ინფიცირებულიდან 38 კასპში; 5 - ხაშურში; 1 - ქარელში ცხოვრობს.

საქართველოში 19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

"თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7",-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა,
ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა,
19:19 / 28.07.2021
მაისის თვეში სასმელი წყლის გეგმიური შემოწმებისას წარმოდგენილი
დასკვნიდან გამოიკვეთა, რომ
მაისის თვეში სასმელი წყლის გეგმიური შემოწმებისას წარმოდგენილი დასკვნიდან გამოიკვეთა, რომ
11:53 / 28.07.2021
როგორც გაირკვა, ეს ნივთები, თბილისში. ერთ-ერთ ოჯახში ინახება.
როგორც გაირკვა, ეს ნივთები, თბილისში. ერთ-ერთ ოჯახში ინახება.
11:32 / 28.07.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან:
11:02 / 28.07.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ
წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ.
42 წლის სოსო ქუმელაშვილი 2007 წლიდან ეტლით მოსარგებლეა, თუმცა აქტიური ცხოვრება
გორში მცხოვრები რუსიკო რატიანის ყოველდღიური საქმიანობა ნაგავსაყრელზე
გასული თვის პოპულარული სიახლეები
გობოზაანთუბანი – უშუქო სოფელი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
ომარ ხუბაევის “ნართები“
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.