რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
კობა მაზანაშვილი: ,,ზერტში ხელისუფლება წყლის მოტორს არ ყიდულობს, ელოდებიან არჩევნების შედეგებს''
კობა მაზანაშვილი, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსიდან" გორი-კასპის მაჟორიტარი კანდიდატია, ამბობს, რომ სოფელ ზერტში გაკეთებულ ჭაბურღილზე მოტორს არ ამონტაჟებენ.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი არჩევნებია, ხოლო ხელისუფლება სწორედ არჩევნების შედეგებს ელოდება:

,,ჭაბურღილი კი გააკეთეს, მაგრამ ნასოსს არ ყიდულობენ. ჯერ ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე და მერე დავაყენებთო'' - აცხადებს მაზანაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო და, როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორმა გვითხრა, ჭაბურღილი უკვე მზადაა:

,,არ ვიცი, ვინ რას ამბობს, მაგრამ ჩვენ გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ვმუშაობთ. ჭაბურღილი დავაყენეთ უკვე. პრობლემა შეიქმნა მხოლოდ საქლორატორო სისტემის მოწყობის დროს. იმ ტერიტორიაზე ვერ დაეტია, სადაც პროექტის მიხედვით გვქონდა მითითებული. ჩვენ მივმართეთ დამკვეთს, რომ ცვლილებები განხორციელებულიყო. ცვლილებები უკვე განხორციელდა პროექტში და საქლორატორო სისტემას დავამონტაჟებთ სხვა ადგილას. გვერდითვე" - აცხადებს გელა არეშიძე.

ჩვენს კითხვაზე, კიდევ რა სამუშაოებია განსახორციელებელი, გელა არეშიძემ გვიპასუხა, რომ ამჟამად მილებს ელოდებიან:

,,ჭაბურღილის შემდეგ უნდა დავიწყოთ შიდა ქსელის მოწყობა. მილები უკვე შეკვეთილი გვაქვს, უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და გავმართავთ ქსელს. ეს ხელს არ შეუშლის საქლორატორო სისტემის მოწყობას. მათი გაკეთება ერთმანეთის პარალელურად შეიძლება" - განმარტავს არეშიძე, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი.

გორის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ჭაბურღილი იმ უბანში კეთდება, სადაც წყალი წლების განმავლობაში არ იყო:

,,უბანში მცხოვრები 120 - მდე ოჯახი სასმელ წყალს დღემდე მეზობელი უბნებიდან ეზიდება. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გამოიყო.'' - აცხადებენ მერიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.