რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორი-კასპის ოლქში კენჭისყრის დღეს 7 საჩივარი დაიწერა
20 საათის მონაცემებით, გორი-კასპის ოლქში 7 საჩივარი დაიწერა.

1-ელი საჩივარი ეხება ქვემო ჭალაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა შეამჩნია, რომ მოქალაქემ იმ გრაფაში მოაწერა ხელი, რომელიც მისი მოსახელე და მოგვარე იყო. თავმჯდომარემ ახსნა-განმრტება დაწერა, თუმცა საჩივრის ავტორი ითხოვს როგორც რეგისტრატორის, ასევე, თავმჯდომარის პასუხიმსგებლობის საკითხის დაყენებას.

მეორე საჩივარი
ეხება რეგისტრატორის მიერ საარჩევნო უბანზე იმ პირის დაშვებას, რომელსაც ვადაგასული პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. აღნიშნული ფაქტი სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დააფიქსირა და ითხოვს პასუხისმგებელი პირების დასჯას.

მესამე საჩივარი ეხება სოფელ აღაიანში დაფიქსირებულ დარღვევას. კერძოდ, ნაკადის მომწესრიგებელს ფუნქციების განხორციელებაში ეხმარებოდა ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

მეოთხე საჩივარი ეხებ ატენში მომხდარ სავარაუდო დარღვევის ფაქტს. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის დამკვირვებლის ცნობით, გადასატან ყუთზე არ ჩატარდა წილისყრა და ფუნქციები არ გადანაწილდა პარტიის წევრებს შორის.

მეხუთე საჩივარი შეადგინა სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელმა. მისი ცნობით, გორის მერვე საჯარო სკოლაში წილისყრის პროცუდურას უბნის თავმჯდომარე არ ატარებდა. ასევე, არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის უფლება.

მეექვსე საჩივარი დაწერა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა. მისი თქმით, გორის 23-ე უბანზე (განთავსებულია მე-17 საბავშვო ბაღში) ხმა მისცა ადამიანმა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო და სპეციალურ სიაში იყო შეყვანილი.

მე-7 საჩივარი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დაწერა, რომელიც იგივე, 23-ე უბანზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხება. კერძოდ, დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირი უბანზე გამოცხადდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.