ახალი ამბები
გორის საოლქო კომისიამ კენჭისყრის დღეს შედგენილი საჩივრები განიხილა
გორი-კასპის ოლქში, ექვს სხვადასხვა საარჩევნო საუბნო კომისიის ხელმძღვანელ თუ რიგით პირს დისციპლინარული ზომა დაეკისრა. ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 9 საჩივრიდან 6 საჩივარი დაკმაყოფილდა.

1-ელი საჩივარი ეხება ქვემო ჭალაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა შეამჩნია, რომ მოქალაქემ იმ გრაფაში მოაწერა ხელი, რომელიც მისი მოსახელე და მოგვარე იყო. თავმჯდომარემ ახსნა-განმრტება დაწერა, თუმცა საჩივრის ავტორი ითხოვს როგორც რეგისტრატორის, ასევე, თავმჯდომარის პასუხიმსგებლობის საკითხის დაყენებას.

მეორე საჩივარი ეხებოდა რეგისტრატორის მიერ საარჩევნო უბანზე იმ პირის დაშვებას, რომელსაც ვადაგასული პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. აღნიშნული ფაქტი სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დააფიქსირა და ითხოვს პასუხისმგებელი პირების დასჯას.

მესამე საჩივარი ეხებოდა სოფელ აღაიანში დაფიქსირებულ დარღვევას. კერძოდ, ნაკადის მომწესრიგებელს ფუნქციების განხორციელებაში ეხმარებოდა ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი.

მეოთხე საჩივარი ეხებოდა ატენში მომხდარ სავარაუდო დარღვევის ფაქტს. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის დამკვირვებლის ცნობით, გადასატან ყუთზე არ ჩატარდა წილისყრა და ფუნქციები არ გადანაწილდა პარტიის წევრებს შორის.

მეხუთე საჩივარი შეადგინა სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელმა. მისი ცნობით, გორის მერვე საჯარო სკოლაში წილისყრის პროცუდურას უბნის თავმჯდომარე არ ატარებდა. ასევე, არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის უფლება.

მეექვსე საჩივარი დაწერა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა. მისი თქმით, გორის 23-ე უბანზე (განთავსებულია მე-17 საბავშვო ბაღში) ხმა მისცა ადამიანმა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო და სპეციალურ სიაში იყო შეყვანილი.

მე-7 საჩივარი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დაწერა, რომელიც იგივე, 23-ე უბანზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხება. კერძოდ, დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირი უბანზე გამოცხადდა.

დანარჩენი საჩივრები მეორდებოდა.

ხვალიდან კი, საოლქო კომისია იმ საჩივრებს განიხილავს, რომელიც ხმის დათვლის შემდეგ, დაიწერა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საუბარია დავით სარაჯიშვილის მიერ საფრანგეთში შეკვეთით დამზადებულ
ჭურჭელზე, რომელიც შემდეგ დას, მარიამ ერისთავს აჩუქა.
საუბარია დავით სარაჯიშვილის მიერ საფრანგეთში შეკვეთით დამზადებულ ჭურჭელზე, რომელიც შემდეგ დას, მარიამ ერისთავს აჩუქა.
12:28 / 16.06.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან:
11:31 / 16.06.2021
შალვა გულიაშვილი ორ კვირაზე მეტია იძებნება მამაკაცის სხეულის

შალვა გულიაშვილი ორ კვირაზე მეტია იძებნება მამაკაცის სხეულის

21:14 / 15.06.2021
,,ეს იდეა განიხილება, მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული
დეტალების შესახებ

,,ეს იდეა განიხილება, მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული დეტალების შესახებ

18:29 / 15.06.2021
ამბობს, რომ ეძებს ადამიანს, რომელიც ოთახს თვეში ერთხელ მაინც
დაულაგებს.
ამბობს, რომ ეძებს ადამიანს, რომელიც ოთახს თვეში ერთხელ მაინც დაულაგებს.
16:25 / 15.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის,
,,მონობაში გატანჯულო, დაუვიწყარო მამა! - შენი ნატვრა აღსრულდა, საქართველო განთავისუფლდა."
,,სადღაც ახლოს უნდა იყოს სოფელი, მაგრამ სად?"
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.