რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ნუ მოკლავ ჯაფარას (ჰელოუინის შემდგომი ფიქრები)
ნინო სუხიაშვილის ბლოგ

ორიოდ დღის წინ ჰელოუინი იყო - სახიფათო ამბების თხრობის, საშიში ნიღბების, ცეცხლოვანი თვალებით მსვლელობების დღე.

ჩვენთან მეტწილად ამერიკულ მოვლენად ცნობილი ჰელოუინი (Hallowe'en/Allhalloween) სინამდვილეში დასავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პაგანური ფესვების მქონე ყველა წმინდანის დღესასწაულია, რომელიც ამერიკაში ირლანდიელებმა შეიტანეს ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.

ჩემს საბჭოთა ბავშვობაში ჰელოუინის შესახებ საერთოდაც თითქმის არაფერი ვიცოდით, თუმცა, სტუდენტობის პერიოდიდან მომყვება ერთი ძალიან მკაფიო მოგონება, უფრო კი - სახე, რომელიც ჩემთვის მასთან ასოცირდება. ეს გახლავთ შაშხის ფორმაში გამოწყობილი ჭყიტა მერიკელი მწერალი ქალის - ჰარპერ ლის წიგნიდან „ნუ მოკლავ ჯაფარას“. გოგონა, რომელიც ზუსტად ჰელოუინის ღამეს, მოუხერხებელი გოგრის ფორმით გადის მის ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო გზას.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ ნამდვილი ამერიკული ამბავია. წიგნი იმაზეცაა, რომ თუ პატარა ბიჭი, რომელსაც დედა გარდაეცვალა, უცებ გარაჟის უკან მარტო დაიწყებს თამაშს, ხელი არ უნდა შეუშალო; რომ ზოგიერთი ტანად პატარა ყმაწვილი სინამდვილეში უკვე დიდია; რომ არსებობენ თუნდაც ხელმოკლე ადამიანები, მათ შორის ბავშვებიც, აი, თუნდაც კანინგემები - რომლებიც მოწყალებასაც კი არ მიიღებენ, თუ სამაგიეროს მიგების შესაძლებლობა არ აქვთ, სამაგიეროდ კი არჩევნებზე ხმას ვისაც უნდათ, იმას აძლევენ და სასამართლოშიც იგივე პრივილეგიას ფლობენ, თუ ოდესმე ნაფიც მსაჯულად ყოფნა მოუწევთ; რომ ყველა ადამიანი ერთნაირად არც ჭამს, არც სვამს, არც უყვარს, არც განიცდის და საერთოდაც, ადამიანები განსხვავდებიან, ამიტომ, როგორც მეიკომელ ადვოკატს და ჭყიტასა და ჯემის მამას, ატიკუს ფინჩს უყვარს ხოლმე თქმა, ადამიანს რომ გაუგო, ჯერ მის ტყავში უნდა ჩაძვრე და ასე გაიარ გამოიარო. სხვაგვარად ვერ მიხვდები, ის რას გრძნობს და შესაძლოა, ისეთი რამაც კი მოსთხოვო, რაც მან უბრალოდ არ იცის და არ შეუძლია; რომ ადამიანებმა სიმართლისთვის თვალის გასწორება უნდა შევძლოთ და კომპრომისზე წასვლაც უნდა ვისწავლოთ.

პატარა ქალაქ მეიკომში, სადაც „ნუ მოკლავ ჯაფარას“ გმირები ცხოვრობენ, რაღა თქმა უნდა, ხდება ისეთი უჩვეულო და უცნაური ამბები, რომელთა შემჩნევაც მხოლოდ ბავშვობაშია შესაძლებელი. მაგალითად, ხის ფუღუროში სრულიად მოულოდნელად შესაძლოა დროდადრო კევი, ბრჭყვიალა ძველებური მონეტა, ან საპნის თოჯინები აღმოაჩინო, რომლებშიც საკუთარი თავის ამოცნობა ნამდვილად არ გაგიჭირდება, ანდა მეზობლის იდუმალებით მოცული სახლის დასალაშქრად წასულს და მერე ქუდიანი კაცის აჩრდილით და თოფის გრიალით გულგახეთქილს შესაძლოა მავთულებში გახეული შარვალი ჩაგრჩეს, რომელსაც მოულოდნელად ამოკემსილს აღმოაჩენ საკუთარი ეზოს ღობეზე.

თუმცა, მეიკომში მომხდარი ყველაზე უჩვეულო ამბავი უთუოდ ის იყო, რის გამოც მამა ატიკუს ფინჩმა ჭყიტას და ჯემს სთხოვა, როცა სკოლაში ამ საქმეზე ათას საძაგლობას გაიგონებთ, მუშტები ძირს დაუშვით, თავი კი მაღლა აწიეთ და მოთმინება არ დაკარგოთო. ვექილმა ფინჩმა იცოდა, რომ შავკანიანი ტომ რობინსონის დაცვა წინასწარ წაგებული ბრძოლა იყო. ეს იცოდა მოსამართლე ტეილორმაც, ვინც ადვოკატს ეს საქმე სპეციალურად „არგუნა“, თუმცა, მოსამართლემ ისიც იცოდა, რომ ატიკუს ფინჩი აუცილებლად შევიდოდა წინასწარ წაგებულ ბრძოლაში. შევიდოდა, რომ შვილებთან პირნათელი ყოფილიყო. თანაც, განა ყველა ბრძოლა, რომელსაც გავმართავთ, გამარჯვებით სრულდება? მარცხის შიშით ბრძოლაზე უარის თქმა კი არ შეიძლება.

ატიკუსი მართალი აღმოჩნდა. მან პროცესი წააგო. იმ დროში, როცა სასამართლო დარბაზშიც კი ადამიანები კანის ფერის შესაბამისად განსხვავებულ ადგილებს იკავებდნენ, არ მოიძებნა ძალა, ნაფიც მსაჯულებს ტომ რობინსონი უდანაშაულოდ ეცნოთ, მაშინაც კი, როცა მისი უდანაშაულობა ეჭვს არ იწვევდა. თუმცა, იმავე საზოგადოების წევრმა ჩაგრულმა ადამიანებმა ფეხზე წამოდგომით გააცილეს სასამართლო დარბაზიდან ვექილი ატიკუს ფინჩი, რომელსაც მართალი კაცის გვერდით დგომა არ მოერიდა.

უსამართლო განაჩენს ყოველთვის აქვს შედეგი - ბოროტების წახალისება. სწორედ მაშინ, როცა უსამართლო სასჯელისგან თავდაღწევის მცდელობისას მოკლული ტომ რობინსონის ამბავი მეიკომელებს კიდეც გადაავიწყდათ და ჰელოუინის მხიარულებას შეუერთდნენ, ნამდვილმა დამნაშავემ ატიკუსზე შურისძიება მის შვილებზე თავდასხმით სცადა. თუმცა, იმ სასწაულმა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ბავშვობას თან ახლავს, იხსნა ჭყიტა და ჯემი. ზუსტად ჰელოუინის ღამეს გაიღო იმ სახლის კარი, სადაც შესვლაზე მუდამ ოცნებობდნენ, რომ ერთხელ მაინც საკუთარი თვალით ენახათ „რედლი ბუა“ - სინამდვილეში არტური, რომელმაც ისევე დაუმადლებლად აჩუქა და-ძმას სიცოცხლე, როგორც ხის ფუღუროში საუქრებს უტვებდა ხოლმე.

მეიკომში იყო ხალხი, ვისაც ტომ რობინსონის საქმეში მტყუან-მართლის გარჩევა არ გასჭირვებია. თუმცა, ამ ადამიანებმა შემოსავლის დაკარგვის, კომფორტის დარღვევის თუ სხვა უხერხულობების შიშით ატიკუს ფინჩს აჰკიდეს სიმართლის დაცვის მთელი ტვირთი. მაგრამ, იმ წელიწადს განსაკუთრებული მონდომებაც გამოიჩინეს, რომ შტატების საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ატიკუსი აერჩიათ, რადგან სულის სიღრმეში, ალბათ ყველა აღიარებდა, რომ ამქვეყნად სასამართლოა ზუსტად ის ადგილი, სადაც განსხვავებების მიუხედავად ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს. სულის სიღრმეში ყველა მეიკომელს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს სწამდა, რომ ცხოვრებაში ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, ზოგჯერ შიშის დაძლევა გვიჭირს, ზოგჯერ კომფორტის დატოვება გვეძნელება, მაგრამ ყველას ჰყავს ჯაფარა, რომლის მოკვლაც არ შეიძლება, რადგან თუ მას მოვკლავთ, ვეღარც ჩვენ დავრჩებით ადამიანებად.

P.S. “ნუ მოკლავ ჯაფარას“ ჰარპერ ლის ბავშვობის მოგონებებს ეფუძნება. მან ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.