რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
დაბრუნება სოფელში - გიორგი ბედოშვილი ნიგოზადან
2 წლის იყო, როდესაც  მშობლები ვლადიკავკაზში წავიდნენ. მამა ხელოსანია, დურგალი. სამუშაოს მაძიებელს მეუღლეც, შვილებთან ერთად, გაყვა. 10 წელი ჩრდილოეთ ოსეთში იცხოვრეს, შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და რუსთავში გააგრძელეს ცხოვრება.


2
020 წლის გაზაფხულზე, მსოფლიოც და საქართველოც კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა.  სახლი, რომელიც ბებიამ და პაპამ შეუნახა, ამჯერად უფრო ძვირფასი აღმოჩნდა. აქ მხოლოდ მარტოხელა მამიდა ცხოვრობდა.

,,წამოვედი სოფელში, ვიყიდე 4 დეკეული. ასე რომ ვთქვათ, ხბორები, დღეს უკვე მოსაგებები არიან. მალე იმაკებენ, ვაძროხებ და ასე შემდეგ. ღორი შევიძინე, ქათმები... წამოვედი, ჩემი ცოლ-შვილით, სუფთა ჰაერზე, ჯანმრთელად ვარ. ბავშვებიც მხიარულად არიან. რუსთაველი ვარ, რუსთავში ვცხოვრობდი.’’ - გვიყვება გიორგი ბედოშვილი.

ის ამჟამად 25 წლისაა. ამბობს, რომ კორონავირუსის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საბოლოოდ დასრულდა ერთი შეხედვით აქეთ-იქით სიარულში გატარებული ცხოვრება.



ფოტოზე: გიორგი ბედოშვილი უფროსი თაობის თანასოფლელთან ერთად

,,ვლადიკავკაზში 10 წელი იქ ვიცხოვრეთ. 4 კლასამდე იქ ვისწავლე. არდადეგებზე ჩვეულებრივ ჩამოვდიოდით ხოლმე აქაც, რუსთავშიც... რუსთავში სახლი გვქონდა. აქაც მოხუცი პაპა-ბებია მისახედი იყო. მამიდა... იქითაც სახლი მისახედი. ისე დაემთხვა, რომ აირდაირია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. საბუთები არც ერთს გქვონდა წესრიგში ოჯახის წევრებს და შემოვრჩით. შემოვრჩი და რუსთავში დავამთავრე სკოლა, რუსულ სკოლაში შევედი. მამიდა რომ გარდაიცვალა, მამაჩემიც უკვე აქეთ წამოვიდა. მეც ნელ-ნელა აქეთ გადმოვბარგდი.“ - ამბობს გიორგი.

მერე დაოჯახდა, ახლა სამი შვილი ყავს. ერთი უკვე სკოლაში დადის, მეორე - ბაღში. 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის გამო, სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტა. სამუშაოზეც შეიზღუდა სიარული. ცოლ-შვილით ნიგოზაში დაბრუნდა და მიხვდა, რომ აქედან საცხოვრებლად აღარსად წავა:

,,ახლა მივხვდი, რომ სიცოცხლის წყურვილი გამიჩნდა. ჯერ-ჯერობით შვილები იქით სწავლობენ, ერთი სკოლაში დადის, მეორე ბაღში დადის, მესამეც ალბათ ბაღში მივა. დეკეულები მყავს ოთხი. რომ დაძროხდებიან, ყველს ვაწარმოებ, იქ რძეს ვაწარმოებ და ყოველდღიური შემოსავალი რომ მექნება, ბავშვებსაც აქეთ გადმოვიყვან, სკოლაც არის, ბაღიც არის და აქეთ ვასწავლი." - ამბობს გიორგი ბედოშვილი.

3 დღე მინდორში მწყემსად მიდის, პატარა სოფელში რიგი მალე უწევს, მეოთხე დღეს თბილისში სამსახურში უნდა წავიდეს და უკან კვლავ ნიგოზაში დაბრუნდეს. ამჟამად, ნიგოზაში გაზი არის, წყალიც გააკეთეს. მომავალ წელს სარწყავი წყალი იქნება. ,,ჩემ ბაღში უნდა გაიაროს დიდმა არხმაო" - გვეუბნება მასპინძელი. ,,მართლა ამაზე კარგ ადგილას სადღა უნდა ვიცხოვროო"


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუის-ურბნისის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მონასტერი მათ ეპარქიას არ
ეკუთვნის.

რუის-ურბნისის ეპარქიაში გვითხრეს, რომ მონასტერი მათ ეპარქიას არ ეკუთვნის.

17:55 / 30.06.2026
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ
2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ "იბოლიას" 17-პუნქტიანი შენიშვნების სია წარუდგინა.
18:49 / 27.06.2026
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
14:50 / 27.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი
კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს
დახარჯავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს დახარჯავს.
21:16 / 26.06.2026
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან
ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
16:43 / 26.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.