რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
წინაგარას ამბულატორიის ექიმმა დათა ვანიშვილს ფილტვების ანთება დაუდგინა
ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც Qartli.ge-ს მისმა მეუღლემ განუცხადა, 88 წლის მამაკაცი გადაადგილებას ვერ ახერხებს და საუბარიც უჭირს.

დათა პაპას მოსანახულებლად წინაგარის ამბულატორიიდან ნაცნობი ექიმიც ჩასულა, როგორც მან ვალია ვანიშვილს უთხრა, 88 წლის მოხუცს ფილტვების ანთება აქვს, ოჯახს კი არც საკმარი მედიკამენტები აქვს და არც საკვები.

"მახო და თავის ცოლი რომ გადმოვიდნენ პაპის სანახავად, ეგრევე დაეტაკნენ და წაიყვანეს რუსებმა. მას აქეთ კაცი ლოგინში ჩავარდა და აღარ დგება, ტირის ხოლმე და იძახის - მახო, მახოვო....",-ამბობს ვალია ვანიშვილი.

29-წლის მალხაზ ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, პაპის სახლში ორი კვირის წინ გადავიდა, თუმცა რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მალხაზ ვანიშვილმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობა მოითხოვა და მიიღო, მისი მეუღლე კი, დიდ ხურვალეთში, კარანტინის გავლის შემდეგ, დააბრუნეს.

ვალია ვანიშვილი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მავთულხლართებთან, მათ დასახმარებლად ვეღარავინ მიდის.

,,მარგველაშვილი რომ იყო პრეზიდენტი, ის გვეხმარებოდა, ადრე ტრაქტორიც გვაჩუქა, რაც სალომე დადგა, იმის მერე არავინ დაგვხმარებია. რუსები თავზე გვადგანან, ყოველ წუთს პატრულირებენ, ვერც ჩემი შვილი ვერ გადმოდის, დაჭერენ. უკვე რამდენიმე თვეა პენსიაც კი არ აგვიღია, რა გავაკეთოთ, არ ვიცით" - ამბობს ვალია ვანიშვილი.

დათა და ვალია ვანიშვილების ერთ-ერთი შვილი ხურვალეთში ცხოვრობს, თუმცა იმის გამო, რომ რუსი სამხედროები მუმდივად პატრულირებენ, მშობლებისთვის ყურადღების მიქცევას ვეღარ ახერხებს.

ვალია ვანიშვილს საოკუოაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც ვკითხეთ, სადაც წერია რომ მისმა შვილიშვილმა ცხინვალში ე.წ. მოქალაქეობა ითხოვა, ის თვლის რომ მალხაზი იძულებული გახადეს ეს გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და რამდენიმე წლით ციხეში ჩასვამდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
გორის მუნიციპალური ინსპექცია მაღალი გამავლობის ჰიბრიდული
ავტომობილის შესაძენად ბაზრის კვლევას ახორციელებს.
გორის მუნიციპალური ინსპექცია მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად ბაზრის კვლევას ახორციელებს.
11:32 / 20.10.2026
სოფელ ბნავისში მცხოვრები თამარ ნონიკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს
ავრცელებს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას უგზოობის პრობლემის
მოგვარებას სთხოვს.
სოფელ ბნავისში მცხოვრები თამარ ნონიკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და გორის მუნიციპალიტეტის მერიას უგზოობის პრობლემის მოგვარებას სთხოვს.
10:34 / 20.10.2026
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს ხელშეკრულების პირობების
დარღვევისთვის უჩივლა. სასწავლებლის მტკიცებით, ფოტოები 57-დღიანი
დაგვიანებით მიიღეს და ხარისხი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის უჩივლა. სასწავლებლის მტკიცებით, ფოტოები 57-დღიანი დაგვიანებით მიიღეს და ხარისხი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
22:21 / 19.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.