რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის მანქანა დაიმტვრა
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის თანამშრომელმა ავტომანქანა დაამტვრია. გუბერნატორის ადმინისტრაციის სპეციალისტის ბაგრატ ყველაშვილის ინფორმაციით, ავტომანქანა გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზეა.

სატრანსპორტო საშუალებას დაუზიანდა ,,პარპრესი'', საჭის ღერძი, ასევე საჭიროებს ელექტრიკოსის მომსხახურებას, პლასტმასის შედუღება-აღდგენით სამუშაოებს. ჯამში ზარალის ოდენობა 3250 ლარია. ბაგრატ ყველაშვილი ითხოვს, რომ მანქანა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეკეთდეს.

გუბერნატორის ადმინისტრაციის თანმშრომელს, როგორც გავარკვიეთ, ინციდენტი ბარბარობის დღესასწაულზე შეემთხვა. ბაგრატ ყველაშვილი მოხსენებითი ბარათით გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს ამცნობს, რომ მანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რეგიონის ოპერაციული შტაბი სრულყოფილად ვეღარ მუშაობს.

დამტვრეულია MERCEDES-BENZ ML350 (გამოშვების წელი-2003 სახ.ნომრით: CC-744-CD). შსს სამინისტროს პრეს-სამსახურს კითხვა წერილობით გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. გუბერნატორის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მასაც მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რაც მოხსენებით ბარათში წერია.

,,პრემიერ-მინისტრის დავალებით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე ეფექტურ აღსრულებას ხელს უწყობს სახელმწიფო რწმუნებულების აპარატი. შექმნილია რეგიონული ოპერაციული შტაბი. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი მწყობრიდან არის გამოსული, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ზემოთ აღნიშნული, მასზე დაკისრებული მოვალეობები'' - სწერს ბაგრატ ყველაშვილი სიმონ გულედანს.

ბაგრატ ყველაშვილი ითხოვდა, რომ მანქანა 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეკეთებულიყო იმ თანხით, რაც ავტომანქანების მოვლა-შენახვისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა შესყიდვების სააგენტომ გადაუდებელი აუცილებლობით მანქანის შეკეთების უფლება გუბერნატორის ადმინისტრაციას არ მისცა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.