ახალი ამბები
გორის პატრული ვერ პოულობს მძღოლს, რომელიც მოტოციკლით ქვეითთა გადასასვლელზე მოქალაქეს ეჯახებოდა
2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გორის საპატრულო პოლიცია იმ მოტოციკლს და მის მძღოლს ეძებს, რომელიც  ზებრა გადასასვლელზე ქვეითს ეჯახებოდა.

საჩივარი საპატრულო პოლიციაში 2020 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა, თუმცა ამ დრომდე, საპატრულო პოლიციამ ვერც მოტოციკლის მარკა და ვერც მისი მძღოლი დაადგინა.

,,ეს მოხდა წმინდაწყალზე, დღისით. ქვეითთა გადასასვლელზე გადავდიოდი, დამითმო გზა მანქანამ. გადავდიოდი გადასასვლელზე და როგორც კი მეორე ზოლს მივუახლოვდი, იმავე მხრიდან მომავალმა დიდი სიჩქარით მომავალმა მოტოციკლმა უწყვეტ ხაზზე გაიარა. ერთი ნაბიჯიც რომ გადამედგა, ის დამეჯახებოდა და შემთხვევა სავალალო შედეგით დამთავრდებოდა," - აცხადებს მოქალაქე.

მისი თქმით, მოტოციკლი დიდი სიჩქარით მოდიოდა, გვერდი აუარა გაჩერებულ მანქანას და გააგრძელა მოძრაობა. მან მაშინვე აცნობა საპატრულო პოლიციას, რათა დაედგინათ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებაც და მისი მძღოლიც.

,,ეს ფაქტი მოხდა მაღაზია ,,ალტა ოკეის'' წინ, სადაც კამერები აყენია: დამიკავშირდა ერთი თვის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი და მითხრა, რომ მაღაზია ამ ჩანაწერებს არ აძლევს და შესაბამისად ვერ ადგენენ თურმე მძღოლის ვინაობას. თქვენ თუ იცნობთ სახეზეო? ასეთი სამარცხვინო პასუხი მივიღე პატრულისგან. ასევე მითხრეს, რომ მივმართეთ სასამართლოს, რათა ეს ჩანაწერი ამოგვეღოო, მაგრამ მაღაზიას მეტი დასაბუთება მოუთხოვია " - აცხადებს მოქალაქე.

როგორც გავარკვიეთ, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მოთხოვნში საუბარია ავტოსატრანსპორტო საშუალების მხრიდან, სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტზე. ,,ჩვენ განმეორებით მივმართავთ სასამართლოს, რათა ეს ჩანაწერი იქნას ამოღებული," - გვითხრეს საპატრულო პოლიციაში. თუმცა, ორი თვის შემდეგ, რამდენად შენახული იქნება ფირი, ამის შესახებ მოქალაქეს პასუხი ჯერ არ აქვს.

გამოყენებულია თემატური ფოტო: ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროა"

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით
დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13:27 / 13.05.2021
მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც
ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

13:06 / 13.05.2021
აქციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს
აქციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს
12:53 / 13.05.2021
ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე
დაწესებული შეზღუდვა.
ძალაში რჩება ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
12:08 / 13.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მივუყვებოდით ტყის ბიზნესის მთავარ ,,მაგისტრალს"" - ამ ხეობაში.
,,ხევები გამოვარდა და ნაშალი ჩამოიტანა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა
,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.