რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 12 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი. გარდაიცვალა გორში მცხოვრები, 90 წლამდე ასაკის მამაკაცი.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 38 პირს. რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობა - 4883, მათ შორის - 1194 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

სულ აღებული და გაგზავნილი სინჯიების რაოდენობა 234. თვითიზოლაციაში იმყოფება 1239;

ქვეყნის მასშტაბით კი, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 334, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 113, გურია - 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 158, კახეთი - 147, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 811, აჭარაში - 357, იმერეთში - 760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში - 377, აჭარაში - 69, იმერეთში - 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 11, იმერეთში - 26.

569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 249, აჭარაში - 57, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია-21 599 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 411 პირი, აჭარაში - 2 059, იმერეთში - 2 231", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების
შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
11:29 / 03.11.2026
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს
შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება
მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2
000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2 000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
19:36 / 02.11.2026
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.