რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორში გოგებაშვილის ქუჩის მეორე ნაწილს რეაბილიტაცია რეგფონდის თანხიდან ჩაუტარდება
თითქმის 1 მლნ ლარი იხარჯება გორში იმ გზის რეაბილიტაციის გამო, რომელიც მორალურ და ფიზიკურ ცვეთას განიცდის. ამის შესახებ საპროექტო ორგანიზაცია ,,გზაჯვარედინი 21-ე" წერს, რომლის დასკვნის საფუძველზე, გორის მერია გოგებაშვილის ქუჩის მეორე ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს.

საპროექტო ობიექტის სიგრძე დაახლოებით 536 მ-ია.

,,ზემოთ აღნიშნული გზა, ფიზიკური და მორალური ცვეთის სიმძიმის გამო, საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების, კაპიტალური შეკეთების ჩატარების აუცილებლობას. დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობით საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს ამორტიზირებულ გზას, შეიმჩნევა ბზარები, გარკვეულ მონაკვეთებზე დარღვეულია გზის გრძივი და განივი პროფილები. ქუჩას არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა.'' - აღნიშნავს საპროექტო ორგანიზაცია.

მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდია, რომლის განკარგვა ხორციელდება სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

,,ფონდის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დაფინანსების საპროგნოზო მოცულობის გაანგარიშების არსებული კრიტერიუმები სრულად ვერ ასახავს მათ საჭიროებებსა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, შედეგად ვერ ქმნის მუნიციპალიტეტებს შორის თანასწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობებს.'' - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს სახელმწიფო აუდიტმა შეადგინა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში
გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
მე მაინც გავიგე ვინაობა მისი, როდესაც ის ჩემი მეტოქე სადგურ გომში გადავიდა. მას გადაჰყვნენ ხუთიც სხვები,
23:34 / 08.10.2025
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ
ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
სოფლის თავზე, სადაც ოდესღაც წყარო ხმაურით ჩამოდიოდა, ახლა ისევ ისმის წყლის ხმა. ქვემო რენეში,
00:00 / 01.10.2025
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა
ატრაქციონები,
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა ატრაქციონები,
01:51 / 26.09.2025
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
"ფერმასა და ჩანგილარში წყლის მარაგი დღე-ღამეში 300 ტონა იქნება,"
01:49 / 22.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.