რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
პედაგოგი გორიდან: წამოვედი სკოლიდან, არასდროს ვჩერდები იქ, სადაც თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ
პედაგოგმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გორის მე-9 საჯარო სკოლა დატოვა. მიზეზი გახდა სკოლის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას „სასტიკი საყვედური“ გამოუცხადეს.

როგორც „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პედაგოგმა მოსწავლეს ტელეფონი ჩამოართვა. მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პედაგოგმა მოსწავლეს შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივრის განხილვის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ნანა ტერმაკოზაშვილი კომიტეტის გადაწყვეტილებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. მისი თქმით, ამბავს კარგად დაგეგმილი ხასიათი აქვს. პედაგოგი სკოლაში სამუშაოდ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მივიდა და ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებსა და ღონისძიებებში, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა პრობლემების მიზეზადაც ქცეულიყო.

სკოლიდან წამოსვლის შესახებ ნანა ტერმაკოზაშვილმა განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 

ძალიან ვეცდები, მოკლედ დავწერო... წამოვედი სკოლიდან. განცხადება მე თვითონ დავწერე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თხოვნით. არასოდეს არ ვჩერდები იქ, სადაც თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობ, მით უფრო, როდესაც ეს შეურაცხყოფა კარგად დაგეგმილია.

" მოსწავლეების მიმართ არაერთგზის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო " ( არ მოგესმათ) სასტიკი საყვედურის შესახებ ბრძანებას საფუძვლად უდევს დისციპლინური კომიტეტის ოქმი.
თავად ოქმიც და ბრძანებაც ნიმუშად გამოდგება, როგორი არ შეიძლება იყოს ოფიციალური დოკუმენტაცია.

გრამატიკული თვალსაზრისით, აბიტურიენტებთან გამომადგება რედაქტირების სასწავლებლად. არ ვასაჩივრებ. არა იმიტომ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ბრძოლას აზრი აქვს ყოველთვის და ბოლომდე.
მაგრამ ბრძოლა საჭიროა რეჟიმთან, რომლის პირობებშიც სამართლის პოვნის იმედი დაგვიკარგეს ადამიანებს.

რომელიც მოითხოვს უსიტყვო და უპირობო მორჩილებას.
რომელიც მოითხოვს ღირსების შემლახავ დუმილს მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი, რომ დუმილი ოქრო არ არის. რომელიც ნორმად ამკვიდრებს მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ მორალურ ღირებულებებზე უარის თქმას.

დიახ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემ მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, გახდა დისციპლინური საქმისწარმოების ჯერ დაწყებისა და მერე "სახელოვნად დაგვირგვინების" რეალური საფუძველი. აქვე: დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს და მათ მშობლებს უწყვეტი ზარებისა და მესიჯებისთვის'' - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა
და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
23:39 / 19.11.2025
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ე.წ. „აღმოსავლური სოფლის“
პროექტის მშენებლობა კასპის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე
შეჩერებულია. ამის შესახებ მერიამ წერილობით აცნობა იმ კომპანიას,
რომელიც 2022 წლიდან მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის
მშენებლობის ნებართვას ითხოვს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ე.წ. „აღმოსავლური სოფლის“ პროექტის მშენებლობა კასპის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე შეჩერებულია. ამის შესახებ მერიამ წერილობით აცნობა იმ კომპანიას, რომელიც 2022 წლიდან მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვას ითხოვს.
23:29 / 18.11.2025
დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის 128-ე შეხვედრა იმართება.
დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 128-ე შეხვედრა იმართება.
23:25 / 18.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.